Virgin Galactic-ი კოსმოსში ექსკურსიების ბილეთების გაყიდვას ანახლებს

Virgin Galactic-ი კოსმოსში ექსკურსიების ბილეთების გაყიდვას ანახლებს

Virgin Galactic-მა გადაწყვიტა კოსმოსში პირველი კომერციული ფრენები მიმდინარე წელს განაახლოს და ბილეთების გაყიდვა დაიწყოს. როგორც The wall street Journal-ი წერს, ექსკურსიის ფასი დაახლოებით $250,000 იქნება.

კომპანია კოსმოსში მოგზაურობის მსურველებს აძლევს შესაძლებლობას წინასწარ დეპოზიტის სახით თანხა გადაიხადონ და ადგილი დაჯავშნონ.

Virgin Galactic-ი აღნიშნულს „ერთი პატარა ნაბიჯის“ ინიციატივას უწოდებს და აცხადებს, რომ დეპოზიტის სახით თანხების მიღებას ვებგვერდზე სწორედ დღეიდან დაიწყებს.

 „ჩვენ ამ კუთხით წაგვახალისა მიმდინარე და მზარდმა მოთხოვნამ მსოფლიოს მასშტაბით პერსონალურ კოსმოსურ რეისებზე“, – განაცხადა Virgin Galactic-ის კომერციულმა დირექტორმა სტეფან ატენბოროუმ.

კომპანია 2004 წელს შეიქმნა, მას შემდეგ მას რეისები კოსმოსში 603-მა მსურველმა დაუკვეთა. ბილეთების ფასი 200 000-დან 250 000 დოლარამდე მერყეობდა.

თუმცა, ბილეთების გაყიდვა 2014 წელს შეწყდა, როდესაც სატესტო ფრენისას ავარიის დროს პილოტი დაიღუპა. მას შემდეგ განაახლეს კოსმოსური ხომალდი და უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის მიზნით რამდენიმე წელი იმუშავეს. აღნიშნულის შემდეგ Virgin Galactic-მა ხუთი ადამიანი გაიყვანა კოსმოსში ორი წარმატებული სატესტო რეისის ფარგლებში. 

წყარო: cnbc