ამერიკელმა მილიარდერმა მაიკლ ბლუმბერგმა განაცხადა, რომ თუ ის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, თავის მედიაკომპანია Bloomberg LP-ს გაყიდის. თუმცა, პოტენციურ მყიდველს უნდა ჰქონდეს სერიოზული გამოცდილებები და ფინანსებიც.
რაც შეეხება ამ მედიაკომპანიის ფასს, შეიძლება ვიხელმძღვანელოთ გასულ წელს Refinitiv-ის გაყიდვით, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟამ 27 მლრდ დოლარად შეიძინა. ამის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ Bloomberg LP-ი შესაძლოა, 60 მილიარდი დოლარი დაჯდეს.
როგორც Wall Street Journal-ი წერს, Bloomberg-ის პოტენციური მყიდველები შეიძლება იყვნენ დიდი საფონდო ბირჟები, თუ შეძლებენ ისინი საკმარისი თანხის მობილიზებას. ასევე, შეიძლება იყვნენ მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები, როგორიცაა მაგალითად, Microsoft-ი, Amazon-ი, Google-ის დედა კომპანია Alphabet-ი. გარდა ამისა, როგორც CCN-ი წერდა, სხვა პოტენციური მყიდველი შეიძლება იყოს ისეთი მილიარდერები, როგორიცაა მაგალითად უორენ ბაფეტი.
Bloomberg-ი, Forbes-ის მიხედვით, $64.2 მილიარდადაა შეფასებული. მისი 2019 წლის შემოსავალი 10 მლრდ დოლარი იყო.