კიდევ ერთი ახალი, კიდევ ერთი ინოვაციური და, რაც მთავარია, კიდევ ერთი მარტივი გზა გადახდისთვის – თიბისიმ ბიზნესისთვის ახალი ბარათი, VISA Platinum გამოუშვა.
ბარათი მფლობელებს საშუალებას აძლევს გადახდები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აწარმოონ და ამასთანავე, გაიმარტივონ აღრიცხვიანობა საქმიანი მივლინებებისა თუ ბიზნეს გარიგებების დროს.
ახალი პროდუქტის პრეზენტაცია თიბისიმ ილიას ბაღში გამართა, სადაც ბანკის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ბარათის ყველა უპირატესობა და შესაძლებლობა გააცნეს.
“ეს არის არა მხოლოდ ბარათი, არამედ განსაკუთრებული მომსახურების მიწოდების პლათფორმა ბიზნესებისთვის” – უთხრა “ფორბს ჯორჯიას” თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ქურდიანმა და იმ პროვილეგიებზე გვესუაბრა, რასაც ბარათი მფლობელებს სთავაზობს. მათ შორის არის ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებში Cash-Back-ით/ფასდაკლებით სარეგებლობა და ასევე VISA-ს საიტზე არსებული ფასდაკლებები, რომელიც სპეციალურად პლატინა ტიპის ბარათის მფლობელებისთვის არის განკუთვნილი.
გარდა ამისა, Visa Business Platinum-ბარათის მფლობელები წელიწადში 2-ჯერ უფასოდ ისარგებლებენ აეროპორტების ლაუნჯებით.
“ამ ბარათზე ბინზნესებს ძალიან ბევრ ობიექტზე ექნებათ ქეშბექების მომსახურება, ასევე ავტომატური სკარედიტო ლიმიტი რომელიც საჭიროა ყოველდღიური ხარჯებისთვის. ჩვენთვის ეს არის პლათფორმა, რომლის მეშვეობითაც ჩვენს ბიზნეს კლიენტებს მრავალფეროვან შეთავაზებებს გავუკეთებთ.” – განაცხადა ქურდიანმა.
ახალი პროდუქტის პრეზენტაციზე ბანკმა კიდევ რამდენიმე სიახლე გააჟღერა, რომელთა შორის ბიზნეს მობილური აპლიკაციის შექმნაა. ასევე მუშაობა მიმდინარეობს ბიზნეს გიდების კონცეფციაზეც. ყოველივე ამის მიზანი თიბისის ბიზნეს კლიენტებისთვის ერთი შეხების წერტილის გაჩენაა, საიდანაც დაინტერესებული პირები ყველაფრის გარკვევას მარტივად და გასაგებად შეძლებენ.
პროდუქტის პრეზენტაციას, ბანკის და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, ვიზას რეგიონალური მენეჯერი კრისტინა დოროშიც ესწრებოდა, რომელმაც აქცენტი ბიზნესზე მორგებული პროდუქტის შექმნაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ბანკი ამ მხრივ გამორჩეულად ინოვაციურია.
“ძალიან მოხარულები ვართ, რომ თიბისი ბანკთან ვთანამშრომლობთ. მათ პორტფოლიოში ძალიან ბევრი ისეთი პროდუქტია, რომელიც ინოვაციებთან არის დაკავშირებული და სწორედ ამის დასტურია დღევანდელი პრეზენტაციაც. თიბისი პირველი მიხვდა იმას, თუ რა სჭირდება ბიზნესს და ზუსტად მათზე მორგებული ბარათი შექმნა, თანაც ეს ყველაფერი მაქსიმალურად უსაფრთხო და მოქნილია.” – აღნიშნა დოროშმა.
ბარათი რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირებისათვის არის განკუთვნილი და ის მხოლოდ ორგანიზაციის თანამშრომლებზე გაიცემა.
VISA Business Platinum აღება დაინტერესებულ პირებს თიბისი ბანკის ფილიალებში, ასევე ვებგვერდის და ინტერნეტ ბანკის საშუალებით უკვე შეუძლიათ.