უნგრულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Wizz Air-მა 1 ივლისს მეორე ბაზა ლვოვში გახსნა. ამის შესახებ ინფორმაცია Wizz Air-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.
როგორც კომპანიის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ივლისის თევში დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია ლვოვის Danylo Halytskyi-ის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიარეისებს ხუთი მიმართულებით შეასრულებს. ესენია: დანია, ესტონეთი, პორტუგალია, გერმანია, პოლონეთი.
უკრაინის ინფრასტუქტურის სამინისტროს განცხადებით, Wizz Air-ის ახალი ბაზა ქვეყანაში 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტ ინვესტიციას მოიტანს და 30-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
Wizz Air-ი უკრაინის ავიაბაზარზე 2008 წლიდან არის წარმოდგენილი და ამ დრომდე დაახლოებით 11 მილიონი მგზავრი ჰყავს გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ უნგრულმა ავიაკომპანიამ ქუთაისის ბაზაზე ოპერირების დროებით შეჩერების და აქ ბაზირებული ორი ხომალდის ქვეყნიდან გაყვანის შესახებ განაცხადა.