Yum China და იტალიური  Lavazza 2025 წლისათვის ჩინეთში 1,000 ახალი კაფეს გახსნას გეგმავენ

Yum China და იტალიური  Lavazza 2025 წლისათვის ჩინეთში 1,000 ახალი კაფეს გახსნას გეგმავენ

ჩინური რესტორნების ქსელი Yum China და იტალიური ყავის მწარმოებელი Lavazza 2025 წლისათვის ჩინეთში 1000 ახალი კაფეს გახსნას გეგმავენ. აღსანიშნავია, რომ მათ თანამშრომლობა გასულ წელს დაიწყეს.

თავდაპირველად კომპანიები ერთობლივი საწარმოს ასაშენებლად $200 მილიონის ინვესტირებას გეგმავენ. ამასთან,  ერთობლივი საწარმო ჩინეთის ბაზარზე  Lavazza- ს სხვა პროდუქტების ექსკლუზიური მიმწოდებელი იქნება.

Lavazza–ს პირველი მაღაზია იტალიის საზღვრებს გარეთ შანხაიში 2020 წლის აპრილში გაიხსნა. მზარდი მოთხოვნის შესაბამისად,  ჩინეთის ბაზარზე  Lavazza–ს  20–ზე მეტი მაღაზია გაიხსნა. მაღაზიები ამჟამად  ჩინეთის უდიდეს ქალაქებშია განთავსებული: შანხაიში, ჰანჯოუში, პეკინსა და გუანჯოუში.

„ჩინეთში Lavazza–ს კაფეების ბოლოდროინდელი პროგრესი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს რწმენას, რომ ჩვენი პარტნიორობა წარმატებული იქნება. გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ წარმატებით შევძლებთ ჩინეთის ბაზარზე ყავის მაღაზიების ქსელით პოზიციონირებას“, – განაცხადა Yum China–ს წარმომადგენელმა.

საინტერესოა, რომ ერთობლივი საწარმო, რომელსაც კომპანიები ააშენებენ, ორივეს საკუთრებაა. საწარმოს 65%–ის მფლობელი  Yum China იქნება, ხოლო შესაბამისად 35%–იან წილს Lavazza განკარგავს.

აღსანიშნავია, რომ მათი ყველაზე დიდი კონკურენტი  Starbucks China ჩინეთში 5000–ზე მეტ მაღაზიას ფლობს 200–მდე  სხვადასხვა ქალაქში.