ზაზა ფაჩულია ასახელებს სამ გამორჩეულ ლიდერს, ვისთან ერთადაც NBA-ში უთამაშია

ზაზა ფაჩულია ასახელებს სამ გამორჩეულ ლიდერს, ვისთან ერთადაც NBA-ში უთამაშია

Photos: Kyle Terada / USA Today via Imagn Images

ამერიკულ ჟურნალ The New York Times-ის სპორტული სექციისათვის მომზადებულ მასალაში ქართველი ვეტერანი კალათბურთელი და ამერიკის ეროვნული საკალათბურთო ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული ზაზა ფაჩულია მისთვის მისაბაძ თანაგუნდელ ლიდერებზე საუბრობს და გამოარჩევს სამ მათგანს, ვისთან ერთადაც NBA-ში უთამაშია.

სტატიის თარგმანს უცვლელად გთავაზობთ:

სტეფ კარი, Golden State Warriors-ის მცველი

იღბლიანი ვიყავი, რომ მქონდა შესაძლებლობა, მეყურებინა, როგორ ვარჯიშობს. თამაშამდე, ვარჯიშის შემდეგ, ინდივიდუალური მომზადებისას.

მნიშვნელოვანი იყო, როგორ ექცეოდა ადამიანებს. გასაოცარი იყო. ორგანიზაციაში ყველას თანაბრად ეპყრობოდა. ეს ჩემი თვალითაც არაერთხელ მინახავს Warriors-ის თანამშრომლებთან. ის უბრალოდ მოდის და მათ ეკითხება: „როგორ ხარ?“, ძალიან მარტივი კითხვა. მაგრამ ჩემთვის ეს ლიდერობაა. ეს არის ზრუნვა. ეს არის ზუსტად ისეთი ლიდერი, ვისთან ერთად და ვისთვისაც გინდა, რომ იშრომო.

ერთ დღეს Golden State Sports-ის აკადემიის ხელმძღვანელს, ჯეფ ადიეგოს ვესაუბრებოდი, რომელიც ახალგაზრდა ათლეტებთან მუშაობს. მე და ჯეფი ვსაუბრობდით, სტეფი კი წონებით ვარჯიშობდა. სტეფი მოვიდა და ჯეფი მოიკითხა, შემდეგ კი მისი ქალიშვილის საკალათბურთო მიღწევების შესახებ ჰკითხა; მან იცოდა, რომ ჯეფის ქალიშვილი კალათბურთს თამაშობდა.

ჯეფმა პასუხი გასცა და საუბარი 2-3 წუთს გაგრძელდა. შემდეგ სტეფი საკუთარ ვარჯიშს დაუბრუნდა, ჯეფი კი მომიტრიალდა და მითხრა: „ზაზა, აი ამიტომ მსიამოვნებს ყოველდღე აქ მოსვლა“.

ასეთი ზრუნვა. რომელსაც შენი საუკეთესო მოთამაშისგან გრძნობ, გაძლევს მოტივაციას და ინსპირაციას.

დირკ ნოვიცკი, Dallas Mavericks-ის ფორვარდი

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც დირკს განსაკუთრებულად აქცევს, მისი უნარია, გახადოს ყველაფერი სახალისო. მისი იუმორი სხვა დონეა და  მან კარგად იცოდა, როდის შეერჩია სწორი დრო მისთვის. მას ჰქონდა შესანიშნავი იუმორისა და მუშაობის ბალანსი.

განსაკუთრებით სახალისო იყო მასთან ერთად გასახდელში ყოფნა. ის შენც გაგეხუმრებოდა და შენგანაც მიიღებდა ხუმრობას.

ის დროს უთმობდა საკუთარ თანაგუნდელებს და მათთან საუბარს. მასთან ერთად ყოველი დღე სახალისო იყო.

მაგრამ როდესაც თამაშისთვის მზადება იწყებოდა, ის „თამაშის სახეს“ იღებდა. მახსოვს, ერთხელ MSG-ზე Knicks-ის და კრისტაპს პორჟინგისის წინააღმდეგ ვთამაშობდით. გულშემატკივრებს და მედიას მოთამაშეების სხვებთან შედარება უყვართ და ამ უკანასკნელს დირკს ადარებდნენ. ამ პერიოდში დირკს უკვე ასაკი ემატებოდა და მარტივი არ არის უმაღლეს დონეზე თამაში, როდესაც ასაკი გემატება. თამაშის მიმართ დიდი ინტერესი იყო და დირკს ყველასთვის თავის შეხსენება სურდა.

ჩემთვის ეს ლიდერობა იყო: ეს არის ის, თუ როგორ პასუხოდ „გარე ხმაურს“. ეს არის ის, რაც საჭირო იმისთვის, რომ იყო დიდებული. ამ მომენტმა მას უბიძგა. და ჩემთვის ეს საოცარი სანახავი იყო.

ჯეისონ ქიდი, Milwaukee Bucks-ის მთავარი მწვრთნელი

ის ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.

ჩემი კარიერის საუკეთესო პერიოდი Milwaukee Bucks-ში 2014-15 წლების სეზონში სწორედ მასთან ერთად მქონდა. მჯერა, რომ სწორედ ამის გამო დაინტერესდა ჩემით Golden State Warriors-ი.

ეს სწორედ იმიტომ მოხდა, რომ მქონდა შანსი, მეთამაშა ჯეისონ ქიდისთვის. მასთან ყველაფერი სტრუქტურიზებული იყო. მათ შორის ისიც, თუ როგორ ჩაატარებდა ვარჯიშებს. ის გუნდში ყველას ეხმარებოდა –  პროაქტიური და არა რეაქტიური.

ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც მისგან ვისწავლე: იყავი პროაქტიური. წაიკითხე თამაში წინასწარ. გააანალიზე, რა შეიძლება მოხდეს.

ეს ყველა მწვრთნელს არ შეუძლია. არსებობს ბევრი მწვრთნელი, რომელიც დიდებულია თამაშის თავდაცვითი და თავდასხმითი პოზიციების აგებისას, მაგრამ ამ ადამიანმა გვასწავლა, როგორ დაგვენახა თამაში მანამ, სანამ ის მოხდებოდა.

მან იცოდა რა იყო საჭირო მოთამაშებიის მოტივაციისათვის და ძალიან ჭკვიანი იყო.

მე ძალიან იღბლიანი ვიყავი, რომ მასთან ერთად ერთი წელი გავატარე“.

ინტერვიუ მოამზადა ჯეისონ ჯენქსმა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.