ზელენსკის რეიტინგი 57%-მდეა გაზრდილი — ტრამპის 4%-იანი არგუმენტის საპასუხოდ

ზელენსკის რეიტინგი 57%-მდეა გაზრდილი — ტრამპის 4%-იანი არგუმენტის საპასუხოდ

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (KIIS) კვლევის თანახმად, თებერვლის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი 57%-მდე გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებელი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებებს ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც ზელენსკის რეიტინგი უკრაინაში 4%-ს შეადგენს.

მარ-ა-ლაგოში გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა და ეს იმით ახსნა, რომ უკრაინაში მოქმედ პრეზიდენტს მხარს მოსახლეობის უმრავლესობა არ უჭერს. “ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ უკრაინაში არჩევნები დიდი ხანია არ ჩატარებულა; რომ უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული; რომ უკრაინის ლიდერის მხარდაჭერა 4%-მდე დაეცა”— განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა

სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ზელენსკის რეიტინგი 57%-ს იქამდე შეადგენდა, სანამ დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავდა და საუდის არაბეთში ამერიკული დელეგაცია რუსეთის წარმომადგენლებს შეხვდებოდა. სოციოლოგების მოსაზრებით, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლოა ზელენსკის რეიტინგი ამჟამად უფრო მაღალიც იყოს.

“თუ ვინმეს ჩემი ჩანაცვლება სურს, ეს შეუძლებელი იქნება”, — თქვა ზელენსკიმ, — “დეზინფორმაცია 4%-იანი მხარდაჭერის შესახებ რუსეთიდან მოდის. ჩვენ ეს გვესმის და ისიც ვიცით, რომ ეს რიცხვები აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დროს განიხილება”.