Zoom-სა და Cloud-სერვისს შორის 15 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების შეთანხმება გაფორმდა

Zoom-სა და Cloud-სერვისს შორის 15 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების შეთანხმება გაფორმდა

კომპანია Zoom-მა 14,7 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია Cloud-სერვისისგან ე.წ. „ქოლ-ცენტრის ოპერატორ“ Five9-ის შეძენას გეგმავს. Five9 „ზუმის“ ისტორიაში ყველაზე მაღალხარჯიანი შენაძენია. Five9 საშუალებას მისცემს “ზუმის” პლატფორმას ვიდეოკონფერენციების სერვისი მომავალში უფრო მეტად გააფართოოს.

Five9-ის „ქოლ-ცენტრის“ პროგრამული უზრუნველყოფა 2,000-ზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს. მათ შორისაა ისეთი წამყვანი კომპანიები, როგორიცაა: Microsoft-ი, Cisco  Systems-ი  და Google Alphabet-i.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ხელშეკრულების მიზანს „ზუმის“ პლატფორმის გაფართოება და მისი მომხმარებელი კომპანიების რაოდენობის ზრდა წარმოადგენს.

რაც შეეხება შეთანხმების პირობებს, Five9 მისი თითოეული აქციის სანაცვლოდ, „ზუმის“ აქციების 0,5533 წილს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ „ზუმის“ აპლიკაცია განსაკუთრებულად პოპულარული მომხმარებლებში კორონავირუსის პერიოდში გახდა. პლატფორმის გამოყენებით იმართება ონლაინშეხვედრები  და კონფერენციები ბიზნესსექტორისთვის. ამას გარდა, “ზუმის” პლატფორმა ძირითად წყაროს წარმოადგენს სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისთვის.

თუმცა, პანდემია დასასრულს უახლოვდება, მასობრივი ვაქცინაციისა და შეზღუდვების შემსუბუქებამ კი შესაძლოა კომპანიის მიერ შემოთავაზებული სერვისების მოთხოვნისა და საჭიროების შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. შესაბამისად, მომხმარებლის შესანარჩუნებლად კომპანიას ახალი გზების გამონახვა დასჭირდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *