ოქტომბერში საქართველოში 21 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა

ოქტომბერში საქართველოში 21 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოქტომბერში, 2015 წლის ოქტომბერთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 21%-ით გაიზარდა. 2015 წლის ოქტომბერში 178 405 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2016 წლის ოქტომბერში 215 620. იანვარ-ოქტომბერში კი ტურისტთა რაოდენობის ზრდამ 19.7% შეადგინდა.

ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, ოქტომბერში 4.5%-ით გაიზარდა, იანვარ-ოქტომბერში კი, ჯამურად, 8.1%-ით არის გაზრდილი.

ოქტომბერში ყველაზე მეტი (125 665) ვიზიტორი სომხეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი 119 967 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე თურქეთია 101 621 ვიზიტორით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *