ფორბსის მილიარდერთა 2018 წლის რეიტინგი

6 მარტს Forbes-მა მილიარდერთა განახლებული, 2018 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა.

Forbes-ი უკვე 32 წელია აქვეყნებს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ყოველწლიურ რეიტინგს. სიაში მილიარდერთა რეკორდული რაოდენობა მოხვდა - 2208 (შარშანდელ სიაში 2043 მილიარდერი იყო). მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები 72 ქვეყანას წარმოადგენენ. რეიტინგში პირველად მოხვდნენ უნგრელი და ზიმბაბველი მილიარდერი.

სიაში მოხვედრილ მილიარდერთა ჯამური კაპიტალი 9.1 ტრილიონი დოლარია - შარშანდელზე 18%-ით მეტი. 20 უმდიდრესი ადამიანის ჯამური ქონება 1.2 ტრილიონ დოლარად არის შეფასებული, ხოლო სიის წევრთა საშუალო ქონება $4.1 მილიარდია.

585 მილიარდერით აშშ პირველ ადგილს ინარჩუნებს, ჩინეთი კი ისევ მეორეზეა - 373 მილიარდერი.

ოთხწლიანი ლიდერობის შემდეგ, ბილ გეიტსმა დათმო პირველი ადგილი. "ამაზონის" დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი 12 თვეში $39 მილიარდით გამდიდრა და პირველად მოექცა ყოველწლიური რეიტინგის სათავეში. ბეზოსი პირველი მილიარდერია "ფორბსის" რეიტინგების ისტორიაში, რომლის ქონებაც 12-ნიშნა რიცხვით არის შეფასებული.

2012 წლის შემდეგ პირველად, ევროპის ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა LVMH-ის თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი, ბერნარ არნო - მისი ქონება $72 მილიარდს შეადგენს.

2018 წელს მსოფლიოს 259 ახალი მილიარდერი ჰყავს, 121-მა ადამიანმა კი დატოვა მილიარდერთა სია.

საქართველოდან რეიტინგში ისევ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი მოხვდა. $4.6 მილიარდით ის 456 ადგილზეა ($4.5 მილიარდი და 367-ე ადგილი 2017 წელს).

2018 წლის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ათეული ასე გამოიყურება:

1. ჯეფ ბეზოსი - $112 მილიარდი

2. ბილ გეიტსი - $90 მილიარდი

3უორენ ბაფეტი - $84 მილიარდი

4. ბერნარ არნო - $72 მილიარდი

5. მარკ ცუკერბერგი - $71 მილიარდი

6. ამანსიო ორტეგა - $70 მილიარდი

7. კარლოს სლიმ ელუ - $67.1 მილიარდი

8. ჩარლზ კოხი - $60 მილიარდი

9. დევიდ კოხი - $60 მილიარდი

10ლარი ელისონი - $58.5 მილიარდი

Forbes-ის მილიარდერთა 2018 წლის სრული რეიტინგი იხილეთ ბმულზე.

 

ჩვენ გირჩევთ

Forbes Woman Georgia. 2018 წლის მარტის ნომერი

Forbes Georgia. 2018 წლის მარტის ნომერი

Forbes Woman Georgia. 2018 წლის მარტის ნომერი

Forbes Woman Georgia. 2018 წლის მარტის ნომერი

ფორბსი მილიარდერთა რეიტინგი მილიარდერები ჯეფ ბეზოსი ბილ გეიტსი ბიძინა ივანიშვილი

წინა სტატია

JSC Georgia Capital Priced Inaugural $300 Mln Offering
06 მარტი, 2018

შემდეგი სტატია

The engineer-supervision company “IGH” opened regional offices in Abastumani, Bagdati, and Sachkhere
07 მარტი, 2018
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
Nexia TA - ერთადერთი აუდიტორული კომპანია საქართველოდან, რომელმაც IAB-ის ცერემონიაზე ჯილდო მოიპოვა
საქართველო | ოქტ, 08, 2018
Forbes 400 2018 - ბეზოსი ლიდერია
რეიტინგი | ოქტ, 04, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა