მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგს Forbes უკვე 8 წელია ქვეყნებს. 

პირველ ადგილზე Apple-ია, რომლის ღირებულებაც 38%-ით გაიზარდა წლიურად. მსოფლიოს 100 ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის ღირებულება Forbes-ს $2.1 ტრილიონად აქვს შეფასებული, რაც წლიურად 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 

წლის გამარჯვებული Netflix-ია, რომლის ბრენდის ღირებულებაც 35%-ით გაიზარდა. მას მოსდევს PayPal 33%-იანი ზრდით და Amazon 31%-იანი ზრდით. 

წარუმატებელი აღმოჩნდა წელი Gillette-სთვის, რომლის ბრენდის ღირებულებაც 11%-ით შემცირდა; H&M-მა კი 8% დაკარგა. 

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების ათეული შემდეგია: 

Apple - ბრენდის ღირებულება $182.8 მლრდ; ცვლილება წინა წელთან შედარებით: 8% 

Google - ბრენდის ღირებულება $132 მლრდ; ცვლილება წინა წელთან შედარებით: 30% 

Microsoft - ბრენდის ღირებულება $104.9 მლრდ; ცვლილება წინა წელთან შედარებით: 21% 

Facebook - ბრენდის ღირებულება $94.9 მლრდ; ცვლილება წინა წელთან შედარებით: 29% 

Amazon - ბრენდის ღირებულება $70.9 მლრდ; ცვლილება წინა წელთან შედარებით: 31% 

Coca-Cola - ბრენდის ღირებულება $57.3 მლრდ; ცვლილება წინა წელთან შედარებით: 2% 

Samsung - ბრენდის ღირებულება $47.6 მლრდ; ცვლილება წინა წელთან შედარებით: 25% 

Disney - ბრენდის ღირებულება $47.5 მლრდ; ცვლილება წინა წელთან შედარებით: 8% 

Toyota - ბრენდის ღირებულება $44.7 მლრდ; ცვლილება წინა წელთან შედარებით: 9% 

AT & T - ბრენდის ღირებულება $41.9 მლრდ; ცვლილება წინა წელთან შედარებით: 14%

ჩვენ გირჩევთ

საქართველოში ბიზნესის განწყობის ინდექსი გაიზარდა

შენი რეზიდენცია კრწანისში

საქართველოში ბიზნესის განწყობის ინდექსი გაიზარდა

საქართველოში ბიზნესის განწყობის ინდექსი გაიზარდა

ძვირადღირებული ბრენდები ფორბსის რეიტინგი Apple

წინა სტატია

საქართველოს რეგიონები ყველაზე მაღალი და დაბალი შემოსავლებით
25 მაისი, 2018

შემდეგი სტატია

აპრილში ბანკების მიერ გაცემული სესხები 486 მილიონი ლარით გაიზარდა
25 მაისი, 2018
სექტორული ალიანსი
ფორბს-მოსაზრება | ივნ, 11, 2018
მისი აღმატებულება BENTLEY
კომპანიები | ივნ, 12, 2018
STARBUCKS საქართველოში შემოდის
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა