საქართველს ბანკის პარტნიორობით ტრადიციული დოღი “ბახმაროს თასი 2018” გაიმართა

მთელი საქართველოს ბანკის გენერალური პარტნიორობით, კურორტ ბახმაროს პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ტრადიციული დოღი “ბახმაროს თასი 2018” გაიმართა. 

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ბახმაროსთვის დამახასიათებელი კულტურული თავისებურებების პოპულარიზაცია და კურორტის განვითარების ხელშეწყობა. ტრადიციულ დოღში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა ცხენოსნებმა. დოღის დაწყებამდე გაიმართა ცხენებით საზეიმო სვლა. გამარჯვებულებს კი დოღის დასრულების შემდეგ გადაეცათ ფულადი ჯილდო და სამახსოვრო საჩუქრები. 

“ბახმაროს თასი 2018” “ბახმაროსა” და “ნაბეღლავის” მწარმოებელი კომპანიის სს” წყალი მარგებლის”  ორგანიზებით გაიმართა. 

ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, ყოველ ფერისცვალების დღესასწაულზე, ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიასა და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული 50-ზე მეტი ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას. აღნიშნული ღონისძიება სწორედ ამ ტრადიციის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.

ჩვენ გირჩევთ

საქსტატი: უმუშევრობის დონე 12.1 პროცენტია

მობილური ინტერნეტი

საქსტატი: უმუშევრობის დონე 12.1 პროცენტია

საქსტატი: უმუშევრობის დონე 12.1 პროცენტია

წინა სტატია

ყველაზე პოპულარული საგადახდო ბარათები საქართველოში
20 აგვისტო, 2018

შემდეგი სტატია

Gürcistan’daki en popüler hesap kartları
20 აგვისტო, 2018
ნინო ზამბახიძის სიტყვა თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრისას
ახალი ამბები ქართულად | თებ, 08, 2019
საქართველოს ბანკმა ისტორიულ შენობაში დაგროვილი ქონების მართვის ახალი ფილიალი გახსნა
საქართველო | იან, 28, 2019
ბაია აბულაძე Forbes 30 Under 30 სიაშია
ახალი ამბები ქართულად | თებ, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა