ქართული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდები Clearstream Banking-ის სისტემაში

საქართველოს ბანკის დახმარებით ქართული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდები (M2 Real Estate – ISIN: GE2700603436; Georgian Leasing Company – ISIN: GE2700603535; Nikora – ISIN: GE2700603493; Silknet -  ISIN: GE2700603527; Georgian Lasing Company- (ISIN: GE2700603659) და MFO Crystal   - (ISIN: GE2700603592)  ერთერთ მსხვილ დეპოზიტარში Clearstream Banking S.A.-ის (ICSD) სისტემაში დაიშვა, რის შედეგადაც ეს ფასიანი ქაღალდები ხელმისაწვდომი გახდა ყველა საერთაშორისო ინვესტორისთვის. 

Clearstream Banking S.A.-ში (ICSD) სისტემა საერთაშორისო ინვესტორებსა და კლიენტებს  აძლევს შესაძლებლობას,  მოახდინონ ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორება და შენახვა მსოფლიოს წამყვან ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე. თუკი მანამდე ქართული კორპორატიული  სავალო ფასიანი ქაღალდებისშესაძენად ინვესტორს, ან დაინტერესებულ პირს უწევდა ანგარიშის გახსნა ლოკალურად ადგილობრივ საბროკერო ან მსგავს საინვესტიციო კომპანიაში, ახლა მათ აქვთ შესაძლებლობა, ფასიანი ქაღალდები შეიძინონ და შეინახონ პიდაპირ საერთაშორისო დეპოზიტარში ლოკალურ ბაზარზე ანგარიშის გახსნის გარეშე. ეს სიახლე ინვესტორს მისცემს შესაძლებლობას, უფრო მარტივად განახორციელონ ფასიანი ქაღალდებით ანაგრიშსწორება და შენახვა მსოფლიოს წამყვან ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე.

"მოხარულები ვართ, რომ მსოფლიოში ერთერთმა ყველაზე დიდმა დეპოზიტარმა-Clearstream Banking S.A.- (ICSD) ქართული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდები საკუთარ სისტემაში დაუშვა. ეს იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქართული კორპორატიული ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებით,  მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ადმინისტრაციულ პროცედურებს, დაუზოგავს დროს და მათთვის ანგარიშსწორების პროცედურებს  უფრო ეფექტურს გახდის",- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკანველიძემ. 

Clearstream Banking S.A (ICSD) გახლავთ ერთერთი დიდი დეპოზიტარი მსოფლიოში ისეთ მსხვილ და განვითარებულ  57 ბაზარზე როგორიცაა ავსტრალია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, დანია, დუბაის საერთაშორისო ფინანსური ცენტრი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ინდონეზია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, იაპონია, მალაიზია, ახალი ზელანდია, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუსეთი, სინგაპური, რუმინეთი, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, ტაილანდი, ინგლისი, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა.  

2015 წლიდან  Clearstream Banking S.A.-მა (ICSD) ლარი საკუთარ სისტემაში საანგარიშსწორებო ვალუტად დაუშვა. ამავე წელს, საქართველოს სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდების და IFI ბონდების შეძენა/შენახვა გახდა ამ დეპოზიტარში შესაძლებელი.

ჩვენ გირჩევთ

აგვისტოში ტურისტების რაოდენობა 14 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს ბანკი სახელფასო გათამაშების მასშტაბურ აქციას იწყებს

აგვისტოში ტურისტების რაოდენობა 14 პროცენტით გაიზარდა

აგვისტოში ტურისტების რაოდენობა 14 პროცენტით გაიზარდა

წინა სტატია

საქართველოს ახალი საბაჟო კოდექსი ექნება
10 სექტემბერი, 2018

შემდეგი სტატია

მსოფლიოს ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი ქართული ღვინო იყიდება
10 სექტემბერი, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა