საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება მნიშვნელოვნად მცირდება

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 40%-ით, 3.8 მილიონი ლარით მცირდება. 2019 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 6 მლნ ლარი იქნება. ამასთან ერთად, 60 ადამიანამდე მცირდება ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა, როცა დღეს 140 ადამიანია დასაქმებული.

ადმინისტრაციის დაფინანსების შემცირების პარალელურად, 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული აღარ არის საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, რომელიც ბოლო წლებში 5 მლნ ლარი იყო.

საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ეს სიახლე აისახა ბიუჯეტის გადამუშავებულ, მე-3 ვარიანტში, რომელიც პარლამენტს 30 ნოემბერს წარედგინა. წინა ვარიანტში, რომელიც პარლამენტს 5 ნოემბერს წარედგინა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 9.8 მლნ ლარი იყო, ანუ არ მცირდებოდა და ასევე, გათვალისწინებული იყო პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი - 5 მლნ ლარი.

ჩვენ გირჩევთ

ნოემბერში სამომხმარებლო პროდუქცია 0.7 პროცენტით გაძვირდა

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სატელევიზიო წამყვანები

ნოემბერში სამომხმარებლო პროდუქცია 0.7 პროცენტით გაძვირდა

ნოემბერში სამომხმარებლო პროდუქცია 0.7 პროცენტით გაძვირდა

წინა სტატია

რამდენ ხანს ეყოფა საქართველოს პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ქონება
03 დეკემბერი, 2018

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკმა შიდა ფინტექ ჰაკათონი გამართა
03 დეკემბერი, 2018
ნინო ზამბახიძის სიტყვა თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრისას
ახალი ამბები ქართულად | თებ, 08, 2019
საქართველოს ბანკმა ისტორიულ შენობაში დაგროვილი ქონების მართვის ახალი ფილიალი გახსნა
საქართველო | იან, 28, 2019
ბაია აბულაძე Forbes 30 Under 30 სიაშია
ახალი ამბები ქართულად | თებ, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა