10 ქვეყანა, საიდაინაც აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტი მოგზაური შემოვიდა

10 ქვეყანა, საიდაინაც აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტი მოგზაური შემოვიდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგვისტოს თვის მონაცემებს აქვეყნებს. ადმინისტრაციის მონაცემების თანახმად, 2019 წლის აგვისტოში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 1,358,598 ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.9%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 753,648 შეადგინა, რაც 16,599-ით მეტია 2018 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე (ზრდა 2.3%).

“პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ნიდერლანდები ( ზრდა 43.7%), გაერთიანებული სამეფო (ზრდა 32.5%), პოლონეთი (ზრდა 31.6%), გერმანია (ზრდა 27.1%), საფრანგეთი (ზრდა 23.1%) და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: უზბეკეთი ზრდა 87.2%, ყირგიზეთი ზრდა 63.3%, ყაზახეთი ზრდა 53.4%, ჩინეთი ზრდა 34.3%, საუდის არაბეთი ზრდა 31.5% და სხვა”, -აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

  • აზერბაიჯანი – 226 133 (+12.8%)
  • რუსეთი – 207 899 (-8.5%)
  • სომხეთი – 191 817 (+4.5%)
  • თურქეთი – 154 845 (+6.8%)
  • უკრაინა – 28 562 (+16.3%)
  • ისრაელი – 23 344 (+13.5%)
  • საუდის არაბეთი – 21 570 (+31.5%)
  • ირანი – 17 075 (-52%)
  • ყაზახეთი – 16 107 (+53.4%)
  • ბელარუსი – 13 844 (+5.3%)