Netflix-მა Google-ი ტახტიდან ჩამოაგდო და 2020 წლის საუკეთესო ტექნოლოგიური კომპანია გახდა დასაქმებულებისათვის. ამის შესახებ CNBC Global Brand Health Report-ზე დაყრდნობით წერს. ახალი კვლევის მოსამზადებლად 4 100-ზე მეტი ტექნოლოგიური კომპანიის წარმომადგენელი გამოიკითხა აგვისტოს თვეში, რომელთაც ეკითხებოდნენ, თუ რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დამსაქმებლისგან.
გამოკითხვების შედეგების მიხედვით კი ახალი რეიტინგი შედგა, რომლის სათავეშიც ამჯერად Netflix-ი მოექცა. გასული წლის რეიტინგში გარკვეული გადაადგილებები მოხდა, რაც რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა და ეს ფაქტორები ნაწილობრივ პანდემიასაც უკავშირდება.
კომპანიებმა, რომლებმაც თანამშრომლებს მისცეს შესაძლებლობა დისტანციურადაც ემუშავათ, დიდი მოწონება დაიმსახურეს. მაგალითად ასეთი კომპანიაა Twitter-ი, რომლის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ჯეკ დორსიმ თანამშრომლებს მისცა თავისუფლება მუდმივად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.
კიდევ ერთი ახალი კომპანია, რომელიც საუკეთესო ათეულში შევიდა წელს, არის IT-კომპანია Gitlab-ი, რომელმაც ასევე 1 300–ვე თანამშრომელი მსოფლიოს მასშტაბით დისტანციურად მუშაობაზე გადაიყვანა.
საერთო ჯამში ტოპ–10 საუკეთესო დამსაქმებელი ტექნოლოგიური კომპანიის რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:
1. Netflix
2. GitHub
3. Google
4. Slack
5. Microsoft
6. Apple
7. SpaceX
8. Tesla
9. Twitter
10. LinkedIn და Gitlab ერთად.