1879 საპატიო მიზეზი - დეპუტატები, რომლებიც პლენარულ სხდომებს ყველაზე ხშირად აცდენენ

1879 საპატიო მიზეზი - დეპუტატები, რომლებიც პლენარულ სხდომებს ყველაზე ხშირად აცდენენ

2018 წელს დაფიქსირდა პლენარული სხდომების საპატიო მიზეზით გაცდენის 1879 შემთხვევა, რომელთაგან 1500 შემთხვევაში პარლამენტის წევრებმა სხდომები ოჯახური მდგომარეობის გამო გააცდინეს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში, ისევე როგორც IX მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის პირველ წელს საპატიო მიზეზით პლენარული სხდომები ყველაზე მეტჯერ კობა ნაყოფიამ (ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა”) გააცდინა (62 გაცდენა).