1963 წლის შემდეგ პირველად – Blue Origin-მა სრულად ქალებით დაკომპლექტებული ეკიპაჟი კოსმოსში გაუშვა

1963 წლის შემდეგ პირველად – Blue Origin-მა სრულად ქალებით დაკომპლექტებული ეკიპაჟი კოსმოსში გაუშვა

1963 წლის შემდეგ პირველად, კოსმოსში მთლიანად ქალებით დაკომპლექტებული ეკიპაჟით მისია განხორციელდა, რომელიც Blue Origin-ის ხომალდმა New Shepard-მა შეასრულა. ხომალდის ბორტზე იმყოფებოდნენ – პოპვარსკვლავი კეტი პერი, წამყვანი გეილ კინგი, ჟურნალისტი ლორენ სანჩესი, რაკეტების მიმართულების მეცნიერი აიშა ბოუ, სამოქალაქო უფლებების აქტივისტი და მეცნიერი ამანდა ნგუენი და კინოპროდიუსერი კერიან ფლინი.

ჯეფ ბეზოსის კომპანიამ New Shepard-ი ტეხასში მდებარე ბაზიდან თბილისის დროით 17:30 საათზე გაუშვა. აპარატი ხმელეთზე დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, 17:40 საათზე დაეშვა. მისია NS-31-ის ამსახველი ვიდეო Blue Origin-ის სოციალურ მედიაარხებსა და ოფიციალურ ვებსაიტზე გავრცელდა.

10-წუთიანმა ფრენისას NS-31-ის ეკიპაჟი „კარმანის ხაზს“, კოსმოსის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარს გასცდა, რომელიც ხმელეთიდან 62 მილით (დაახლოებით 100 კილომეტრი) არის დაშორებული. ხომალდის ბოტზე მყოფებმა რამდენიმე წუთი უწონადობაში გაატარეს. აღსანიშნავია, რომ ბორტზე პილოტები არ იმყოფებოდნენ, რადგან რაკეტა სრულად ავტონომიურია.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, Blue Origin-ის ფრენებზე ბილეთები მილიონ დოლარზე მეტი ჯდება. ადგილების დასაჯავშნად, მსურველებმა კომპანიის ვებსაიტზე ფორმა უნდა შეავსონ, რომელიც 150,000 აშშ დოლარის დეპოზიტსაც მოითხოვს. Quartz-ის ინფორმაციით, კობი კოტონს, YouTube-ის ვარსკვლავს, რომელმაც პოპულარული არხი Dude Perfect შექმნა, 2022 წლის აგვისტოში New Shepard-ის ბორტზე ადგილი 1.25 მილიონი დოლარი დაუჯდა.