გასულ კვირას, Apple-ის ღირებულება $2 ტრილიონს გადასცდა. თუმცა, Morgan Stanley-ს ანალიტიკოსების მიხედვით, კომპანიის ფასი კიდევ უნდა გაიზარდოს. აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსებს Apple-ის აქციის ფასის გაზრდა $431-დან $520-მდე სურთ, რაც სხვა ყველა “უოლ სტრიტის” კომპანიის აქციებთან შედარებით ძვირია.
ცნობისთვის, Apple-მა ახალი რეკორდი გასულ კვირას მოხსნა, როდესაც აქციები 8%-ით გაეზარდა, ამ დროისათვის, კომპანიის ერთი აქციის საფასური $500-ია.
Apple-ში ნაღდი ფულის მოძრაობა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 20%-ზე მეტით გაიზარდა, რაც კომპანიის სერვისებისა და პროდუქტების ვრცელ ეკოსისტემაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ ხუთი წლის წინ Apple-ის შემოსავლების ზრდა მხოლოდ iPhone-ის გაყიდვებზე იყო დამოკიდებული.
Morgan Stanley თვლის, რომ Apple-ი ახლო მომავალში თავის კონკურენტ კომპანიებს გაუსწრებს და ამის ერთ-ერთი მიზეზი მისი პირველი 5G iPhone-ი იქნება, რომელსაც კომპანია ოქტომბერში გაყიდის.