ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 679 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 142 მლნ ლარით (26%-ით) მეტია. 2015 წელს ბანკების წმინდა მოგება 537 მლნ ლარი იყო.
კონკრეტულად 2016 წლის ბოლო თვეში – დეკემბერში, ბანკების მოგება 113 მლნ ლარით გაიზარდა ნოემბერთან შედარებით. 2015 წლის დეკემბერში ბანკებმა 85 მლნ ლარის მოგება ნახეს.
გრაფიკი: კომერციული ბანკების წმინდა მოგება, მლნ ლარებში: