2019 წლის I კვარტალში ქართველებმა საზღვარგარეთ მოგზაურობაზე $135 მლნ დახარჯეს

2019 წლის I კვარტალში ქართველებმა საზღვარგარეთ მოგზაურობაზე $135 მლნ დახარჯეს

2019 წლის I კვარტალში ქართველი ვიზიტორების დანახარჯებმა საზღვარგარეთ 135 მლნ. დოლარი შეადგინა. რეფორმეტრის მონაცემებით, დანახარების სტრუქტურა შემდეგნაირია:

– საკვები და სასმელი – 33.0%

– შოპინგი – 26.0%

– განთავსების საშუალებები – 20.5%

– სხვა დანახარჯები – 20.5%

რაც შეეხება უცხოელი ვიზიტორების დანახარჯებს საქართველოში, აღნიშნული მაჩვენებელი 578 მლნ. დოლარს შეადგენს.

წლის პირველ 5 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოს შემოსავალი 101 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და 1.1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, მხოლოდ მაისში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან 281 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს (ზრდა +14.2%), რაც 35 მილიონი აშშ დოლარით მეტია 2018 წლის მაისის თვესთან შედარებით.

2019 წლის იანვარ-მაისში შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში 1.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, (ზრდა +9.8%) რაც 101 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.