2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები  

2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები  

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების Forbesის ჩამონათვალის თავში ისევ ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდუ იმყოფებიან. მეოთხე ადგილზე კი ფეხბურთის გულშემატკივართა ახალმა კუმირმა, საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ მბაპე 19 წლის ასაკში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ისტორიაში, პელეს შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახლდათ, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გოლი გაიტანა.

21 წლის მბაპეს წინ თავისი თანაგუნდელი, ნეიმარი უსწრებს. თუმცა, ვარაუდობენ, რომ 2022 წლისთვის, როდესაც კილიანი ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს, ნეიმარს გადაუსწრებს.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს:

1. ლიონელ მესი, ბარსელონა

სუფთა შემოსავალი: $126 მილიონი

ხელფასი: $92 მილიონი 

ინდოსამენტი: $34 მილიონი

ბარსელონას ნაკრებმა მესის 2005 წელს შემომატების შემდეგ 34 თასი მოიპოვა, რის შემდეგაც მესი სპორტის ერთ-ერთ უძლიერეს მოთამაშედ ითვლება. თავისი სპორტული კარიერის მანძილზე, მესის $1 მილიარდი აქვს გამომუშავებული.

2. ქრიშტიანო რონალდუ, იუვენტუსი

სუფთა შემოსავალი: $117 მილიონი

ხელფასი: $70 მილიონი

ინდოსამენტი: $47 მილიონი

რონალდუ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ფეხბურთელია, 457 მილიონი გამომწერით. ის ფეხბურთის ისტორიაში მეორე ადამიანია (ირანის ნაკრების ალი დაეის შემდეგ), რომელმაც 100-ზე მეტი საერთაშორისო გოლი გაიტანა.

3. ნეიმარ ჯუნიორი, პარის სენ-ჟერმენი

სუფთა შემოსავალი: $96 მილიონი

ხელფასი: $78 მილიონი

ინდოსამენტი: $18 მილიონი

28 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი წელიწადში $70 მილიონს ხელფასის სახით იღებს. საფრანგეთის ნაკრები, ნეიმარის გუნდში შესაკავებლად $600 მილიონზე მეტს ხარჯავს.

4. კილიან მბაპე, პარის სენ-ჟერმენი

სუფთა შემოსავალი: $42 მილიონი

ხელფასი: $28 მილიონი

ინდოსამენტი: $14 მილიონი

კილიანი უკვე მეორე წელია Ligue 1 Golden Boot-ის გამარჯვებულია, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში იმ ფეხბურთელებს აჯილდოვებენ, რომელთაც ყველაზე მეტი გოლი აქვთ ლიგაში გატანილი. ცნობისთვის, კილიანი იძულებული იყო Ligue 1-ის 2020–21 სეზონის გახსნა კარანტინში გაეტარებინა, ვინაიდან კორონავირუსით იყო დაინფიცირებული.

5. მუჰამედ სალაჰი, ლივერპული 

სუფთა შემოსავალი: $37 მილიონი

წლიური ხელფასი: $24 მილიონი

ინდოსამენტი: $13 მილიონი

სალაჰს გამარჯვებების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, ის 100-ზე მეტ მატჩში მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ თებერვალში, 28 წლის ფებურთელი ხანგრძლივ სპონსორ Vodafone-თან თანამშრომლობით, გაეროს პროგრამის ფარგლებში ელჩი გახდა. ამ პროგრამის მიხედვით, ის თავის სამშობლო, ეგვიპტეში ლტოლვილებს ციფრული ხელსაწყოების გამოყენებას ასწავლის.

რაც შეეხება მომდევნო ხუთეულს, მათი რეიტინგი შემდეგია:

პოლ პოგბა, მანჩესტერი

სუფთა შემოსავალი: $34 მილიონი

წლიური ხელფასი: $28 მილიონი

ინდოსამენტი: $6 მილიონი

ანტუან გრიზმანი, ბარსელონა

სუფთა შემოსავალი: $33 მილიონი

წლიური ხელფასი: $28 მილიონი

ინდოსამენტი: $5 მილიონი

გარეთ ბეილი, მადრიდი

სუფთა შემოსავალი: $29 მილონი

წლიური ხელფასი: $23  მილიონი

ინდოსამენტი: $6 მილიონი

რობერტ ლევანდოვსკი, ბაიერნი

სუფთა შემოსავალი: $28 მილიონი

წლიური ხელფასი: $24 მილიონი

ინდოსამენტი: $4 მილიონი

დავიდ დე ხეა, მანჩესტერი

სუფთა შემოსავალი: $27 მილიონი

წლიური ხელფასი: $24 მილიონი

ინდოსამენტები: $3 მილიონი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.