2022 წელს თურქეთის სავაჭრო დეფიციტი 138%-ით გაიზარდა

2022 წელს თურქეთის სავაჭრო დეფიციტი 138%-ით გაიზარდა

მიმდინარე კვირას, ვაჭრობის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, თურქეთის სავაჭრო დეფიციტი 2022 წელს 138.4%-ით გაიზარდა და 110 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

2022 წელს თურქეთის ექსპორტის მაჩვენებელი 12.9%-ით 205.4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება იმ პორტს, ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, გასულ წელს ის 34.3%-ით გაიზარდა და 364.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

საინტერესოა, რომ მხოლოდ დეკემბერში თურქეთის სავაჭრო დეფიციტი 52%-ით გაიზარდა 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით. მოგეხსენებათ, თურქეთში მძიმე ეკონომიკური ვითარებაა შექმნილი. ქვეყნის ეროვნული ვალუტა უკვე თვეებია, რეკორდულ ინფლაციას განიცდის.