მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ტექნოლოგიურად უფრო და უფრო ვითარდება და მუსიკის მოსასმენად არაერთი გზა არსებობს, ვინილის ფირფიტები პოპულარობას არ კარგავს. ეს ნათლად ჩანს გაერთიანებული სამეფოს მაგალითზე, სადაც The Economic Times-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს ვინილის ფირფიტების გაყიდვებმა 30 წლის მაქსიმუმს მიაღწია და 12%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ გაყიდვების ზრდის ტენდენცია უკვე 16 წელია, ნარჩუნდება.
რაც შეეხება 2023 წლის ყველაზე გაყიდვად ვინილის ალბომს, ეს სტატუსი ამერიკელი მომღერლის, ტეილორ სვიფტის „1989 (Taylor’s Version)“-ს ეკუთვნის. აქვე აღსანიშნავია, რომ ტოპ-ათეულში ამავე მომღერლის კიდევ ორი ალბომი: „Speak Now (Taylor’s Version)“ და „Midnights“ მოხვდა.
2023 წელს ბაზარზე არა მხოლოდ ვინილის ფირფიტებმა, არამედ CD-მაც გამოიჩინა გამძლეობა – დაახლოებით 11 მილიონი ერთეული გაიყიდა, რაც ყველაზე მცირე წლიური კლებაა თითქმის ათი წლის განმავლობაში. CD-ის ალბომებს შორის გასულ წელს ლიდერი Take That-ის „This Life“ იყო. ნოემბრის სადებიუტო კვირაში მისი 100,000 ეგზემპლარი გაიყიდა.
ვინილის 10 ყველაზე გაყიდვადი ალბომი 2023 წელს:
- ტეილორ სვიფტი – 1989 (Taylor’s Version)
- The Rolling Stones – Hackney Diamonds
- ლანა დელ რეი – Did You Know There’s A Tunnel Under Ocean Blvd
- ტეილორ სვიფტი – Speak Now (Taylor’s Version)
- Fleetwood Mac – Rumours
- Blur – The Ballad Of Darren
- Pink Floyd – The Dark Side Of The Moon
- ტეილორ სვიფტი – Midnights
- ოლივია როდრიგო – Guts
- ლუის კაპალდი – Broken By Desire To Be Heavenly Sent
CD-ის 10 ყველაზე გაყიდვადი ალბომი 2023 წელს:
- Take That – This Life
- ტეილორ სვიფტი – 1989 (Taylor’s Version)
- The Rolling Stones – Hackney Diamonds
- ლუის კაპალდი – Broken By Desire To Be Heavenly Sent
- ედ შირანი – – (გამოკლება)
- P!nk – Trustfall
- Foo Fighters – But Here We Are
- Metallica – 72 Seasons
- Noel Gallagher’s High Flying Birds – Council Skies
- კაილი მინოუგი – Tension