ავტომწარმოებლებს შორის არსებული რბოლა ყველაზე გაყიდვადი საავტომობილო მოდელის ტიტულის მოპოვებასთან დაკავშირებით, 2024 წელს Tesla-ს, კერძოდ კი Model Y-ის გამარჯვებით დასრულდა. გასულ წელს ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა 1.09 მილიონი ერთეული Model Y-ის გაყიდვა შეძლო, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღმოჩნდა.
ამ ტიტულის რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მფლობელი Toyota Corolla კი გასულ წელს მეორე ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი აღმოჩნდა. იაპონელებმა მხოლოდ 10,000 ერთეულით ნაკლები Corolla გაყიდეს, რაც საუკეთესოს სტატუსის დასაკარგად საკმარისი აღმოჩნდა. 2024 წელს Toyota-მ ათეულში სამი ადგილის მოპოვება შეძლო. მეტიც, სამეულში 2 პოზიციას სწორედ Toyota-ს მოდელები იკავებს. მესამე პოზიციაზე 1.02 მილიონი ერთეული გაყიდული ავტომობილით Toyota RAV4 იმყოფება.
მთლიანობაში ათეულს ამერიკული და იაპონური ავტომობილები ლიდერობენ. ხუთეულში სამი იაპონური ავტომობილი, ორი კი ამერიკული მოდელი გვხვდება. ათეულში კი 7 პოზიციას სწორედ ეს ორი სახელმწიფო იყოფს.
მეოთხე ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი გასულ წელს Ford-ის საკულტო პიკაპი, F-150 აღმოჩნდა. მომხმარებლებმა წლის განმავლობაში 900 ათასი ერთეული აღნიშნული მოდელის ავტომობილი შეიძინეს. რეიტინგის მეხუთე ადგილს კი 740 ათასი ერთეულით კვლავ იაპონური Honda CR-V იკავებს.
ათეულში გვხვდება ერთადერთი სამხრეთკორეული მოდელი, Hyundai Tucson-ი, ერთადერთი ჩინური BYD Song-ი და ერთადერთი ევროპული, კერძოდ კი გერმანული მოდელი Volkswagen Tiguan-ი.
რეიტინგი | ბრენდი | მოდელი | ქვეყანა | გაყიდვები 2024-ში |
1 | Tesla | Model Y | აშშ | 1,090,000 |
2 | Toyota | Corolla | იაპონია | 1,080,000 |
3 | Toyota | RAV4 | იაპონია | 1,020,000 |
4 | Ford | F-150 | აშშ | 900,000 |
5 | Honda | CR-V | იაპონია | 740,000 |
6 | Chevrolet | Silverado | აშშ | 640,000 |
7 | Hyundai | Tucson | სამხრეთი კორეა | 610,000 |
8 | Toyota | Camry | იაპონია | 580,000 |
9 | BYD | Song | ჩინეთი | 570,000 |
10 | Volskwagen | Tiguan | გერმანია | 540,000 |