გერმანული ავტოგიგანტი Mercedes-Benz-ი აცხადებს რომ გაზსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების წარმოების შეწყვეტას და 2030 წლისათვის მთლიანად ელექტრომობილების გამოშვებაზე გადასვლას გეგმავს.
ამ მიზნის მისაღწევად „მერსედესი“ 2020-დან 2030 წლამდე ჯამში $47 მილიარდის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, უკვე 2025 წლისთვის „მერსედესის“ გაყიდვების 50% ბატარეებზე მომუშავე (BEV) და ფლაგ-ინ ჰიბრიდულმა (PHEV) ელექტრომობილებმა უნდა შეადგინოს. ამასთანავე, „მერსედესის“ მომხმარებლებს კომპანიის ყველა მოდელის ელექტრონული ალტერნატივის შეძენის შესაძლებლობა ექნებათ.
აღსანიშნავია, რომ Mercedes-Benz-ი ერთადერთი ავტომწარმოებელი არ არის, რომელიც სრულად ელექტრომანქანებზე გადასვლას გეგმავს. მსგავსი მიზნების შესახებ საუბრობს General Motors-ი, Volkswagen-ი, Audi, Bentley და ა.შ.