29 ივნისს ქართული ფინტექ სტარტაპების შოუქეისი გაიმართება

29 ივნისს ქართული ფინტექ სტარტაპების შოუქეისი გაიმართება

ფინანსური ტექნოლოგიები ერთერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა, რაც გზას უხსნის ქართულ სტარტაპებს, ინოვაციური გადაწყვეტებით წვლილი შეიტანონ ადგილობრივ ეკონომიკაში და გავიდნენ გლობალურ ბაზრებზე. ფინტექი მიმზიდველია არა მხოლოდ ზრდის მაღალი ტემპისა და გლობალური პერსპექტივების გამო, არამედ იმ პოზიტიური ცვლილებებისთვის, რაც ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში მოაქვს, განსაკუთრებით კი სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაში.

2021 წლის 29 ივნისს, სტარტაპ ბიურო და კრედო ბანკი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საქართველოს ფინტექ ასოციაციასთან თანამშრომლობით, სპეციალურ ღონისძიებას უმასპინძლებენ, სადაც აუდიტორიის წინაშე წარდგება 5 ქართული ფინტექ სტარტაპი და გაიმართება პანელური დისკუსია ფინტექის მილიარდობით მომხმარებლამდე მიტანის შესაძლებლობებზე.

ღონისძიების მედია პარტნიორები არიან: Forbes Georgia, Entrepreneur Georgia და BPN.ge.

კრედო ბანკს სხვადასხვა ქართულ ფინტექ სტარტაპთან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება აქვს. როგორც ღონისძიების თანაორგანიზატორი, კრედო ბანკი მხარს უჭერს ფინტექ სტარტაპებს და მზადაა ახალი შესაძლებლობებისთვის, რათა ფინანსური სერვისები საქართველოს სასოფლო დასახლებებში შეიტანოს.

ღონისძიებაზე დრო დაეთმობა ნეთვორქინგსაც, რათა ფინტექ ქომიუნითი კიდევ უფრო დაახლოვდეს, გაცვალონ იდეები, მოსაზრებები, ცოდნა და გამოცდილება.

ფინტექ სტარტაპების შოუქეისი:

  • შოთა გიორგობიანი, თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, Optio.AI
  • გეგა წურწუმია, თანადამფუძნებელი და თანადირექტორი, Payze
  • ირო ცაგარეიშვილი, თანადამფუძნებელი, Fundraiser.ge
  • სალომე ღუდუშაური, თანადამფუძნებელი და ტექნიკური დირექტორი, Bizon.ge
  • ბექა დალაქიშვილი, თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, Kernel

პანელური დისკუსია: ფინტექი შემდეგი მილიარდი მომხმარებლისთვის – როგორ გავაციფრულოთ სოფლის ტიპის დასახლებები

მომხსენებლები:

  • ბექა ვახტანგიშვილი, თანადამფუძნებელი და ოპერაციების დირექტორი, Bizon.ge
  • ლევან იოსებაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი, Kalo
  • ვასილ შენგელია, ღია ბანკინგის ხელშეწყობისა და საკრედიტო მონაცემთა მართვის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი, საქართველოს ეროვნული ბანკი
  • დავით კიკვიძე, საქართველოს ფინტექ ასოციაციის აღმასრულებელი თავმჯდომარე
  • მოდერატორი: თემურ მაჭარაშვილი, ციფრული არხებისა და დაკრედიტების განყოფილების უფროსი, კრედო ბანკი

ღონისძიება გაიმართება 29 ივნისს, 18:00 საათზე, ფაბრიკაში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო, ღონისძიებაზე დასწრება შეზღუდულია და ღიაა მხოლოდ მოწვეული სტუმრებისთვის. ღონისძიებაზე დასწრების სურვილის შემთხვევაში, მოსაწვევისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ორგანიზატორებს წინასწარ.