41 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

41 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ცნობილმა შვედმა ფეხბურთელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, 41 წლის ასაკში პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. შეგახსენებთ, ის ბოლოს იტალიის სერია A-ს კლუბის, „მილანის“ ღირსებას იცავდა.

„მე ვემშვიდობები ფეხბურთს, მაგრამ არა თქვენ“, – უთხრა შვედმა ფეხბურთელმა სან-სიროზე შეკრებილ გულშემატკივრებს, კვირას სეზონის ბოლო თამაშის გამართვის შემდეგ.

„მეშინოდა, როდესაც ჟურნალისტები ჩემს მომავალზე მეკითხებოდნენ, მაგრამ ახლა შემიძლია ამ შეკითხვის მიღება, მზად ვარ“, – აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბრისას კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთების პასუხად. „ფეხბურთს მთელი ცხოვრებაა ვთამაშობ. ფეხბურთმა ადამიანად მაქცია. მან მომცა საშუალება გამეცნო ხალხი, რომლებსაც სხვაგვარად ვერასდროს გავიცნობდი. ფეხბურთის წყალობით მსოფლიო მოვიარე. ეს ყველაფერი მისი დამსახურებაა“.

შვედს არ დაუკონკრეტებია, თუ რის გაკეთებას გეგმავს კარიერის დასრულების შემდეგ.

იბრაჰიმოვიჩმა კარიერის განმავლობაში, სხვადასხვა კლუბში, 34 ტიტულის მოგება შეძლო, მათ შორის 14 ლიგის ტიტულის. აღსანიშნავია, რომ ის „ოქროს ბურთზე“ 11-ჯერ იყო ნომინირებული. ზლატანი ისეთ ცნობილ კლუბებში თამაშობდა, როგორებიცაა „აიაქსი“, „იუვენტუსი“, „ინტერი“, „ბარსელონა“, „პსჟ“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „მილანი“ და სხვ.

იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების რეკორდსმენია. მას ნაკრებში 62 გოლი აქვს გატანილი, რაც შვედეთის გუნდში აქამდე მის გარდა ვერავინ შეძლო.