გამოწერის პირობები

  • თქვენს გამოწერას უზრუნველყოფს Forbes Georgia, რომელიც გახლავთ სს Media Partners-ის ყოველთვიური გამოცემა.

  • გამოწერის დასრულების შემდეგ თქვენ, ფაქტობრივად, აფორმებთ ხელშეკრულებას. თქვენ ვალდებული ხართ გაეცნოთ ვებგვერდზე განთავსებულ მოხმარების წესების მიმდინარე ვერსიას. ჩვენ ვალდებული ვართ გაგიწიოთ მომსახურება პრეისკურანტისა და ხელშეკრულების პირობების დაცვით, ასევე არ დავუშვათ თქვენგან მიღებული პირადი ინფორმაციის გაცემა მესამე პირისათვის. გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს სიტუაცია, როდესაც ჩვენ კანონმდებლობით გვაქვს უფლება ან ვალდებულება ან/და გვაქვს ნებართვა, ან იძულებული ვართ გავამჟღავნოთ ეს ინფორმაცია.

  • მას მერე, რაც თქვენ გამოიწერთ რომელიმე პროდუქტს, თქვენ მიიღებთ წერილობით დადასტურებას თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ არ მიიღებთ დადასტურების შეტყობინებას, Forbes Georgia არ აგებს პასუხს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართი არ არის სწორი.

  • ჩვენ ვიტოვებთ უფლებას არ მივიღოთ თქვენი გამოწერა ნებისმიერი მიზეზით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი საკრედიტო/სადებიტო ბარათიდან უკვე განხორციელდა ტრანზაქცია, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ მყისიერად შეგატყობინოთ უარყოფილი გამოწერის შესახებ და სრულად დაგიბრუნოთ თანხა.

  • ჟურნალის ბეჭდური ვერსიის გამოწერისას, ჩვენ მოგაწვდით ჟურნალს გამოსვლიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში (თუ თქვენ მიერ მითითებული მისამართი არის თბილისში) და 10 სამუშაო დღის განმავლობაში (საქართველოს სხვა ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში). მიწოდება ხორციელდება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.
  • თქვენ თანხმობას აცხადებთ იმაზე, რომ Forbes Georgia არ არის პასუხისმგებელი ჟურნალის მიწოდების შეფერხებაზე, თუ თქვენ მიერ მითითებული მისამართი არ არის სწორი. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, არ აგინაზღაუროთ გადახდილი თანხა, თუ ჩვენი თქვენთან მრავალჯერადი დაკავშირების მცდელობა უშედეგოდ დასრულდება და თქვენგან ზუსტ მისამართს ვერ მივიღებთ.
  • ჩვენ არ ვაგებთ პასუხს ჟურნალის მიწოდების შეფერხებაზე ისეთ ფორსმაჟორულ სიტუაციებში, როგორიცაა სტიქიური უბედურება, ხანძარი, კატასტროფა, ავარიები საინჟინრო შენობებსა და კომუნიკაციებზე, მასობრივი არეულობები, საომარი მოქმედებები, ტერორისტული აქტები და ა.შ.  იმ შემთხვევაში, თუ ფორსმაჟორული სიტუაცია ხელს შეუშლის ვებგვერდზე სათანადო ინფორმაციის განთავსებას, ჩვენ ვალდებული ვართ 5 სამუშაო დღის განმავლობაში განვათავსოთ ინფორმაცია შექმნილი ვითარების შესახებ ნებისმიერი მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით, რასაც ითვალისწინებს საქართველოში მოქმედი კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ შესახებ.  ფორსმაჟორული სიტუაციის შექმნისას,  ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულებების შესრულების ვადა გადაიწევს იქამდე, რა დროის განმავლობაშიც გაგრძელდება ამგვარი ვითარება, ყოველგვარი ზარალის ანაზღაურების გარეშე. 

  • გამოწერიდან ერთი თვის თავზე თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ ხელშეკრულება, ამისთვის უნდა დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 223 77 07. ამ შემთხვევაში თქვენი გამოწერა შეწყდება და თქვენ აგინაზღაურდებათ დარჩენილი თანხა. 

ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker