ბეზოსმა თავისი $10-მილიარდიანი Earth Fund-ის ხელმძღვანელად ენდრიუ სტირი დაასახელა

ბეზოსმა თავისი $10-მილიარდიანი Earth Fund-ის ხელმძღვანელად ენდრიუ სტირი დაასახელა

Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა თავისი $10-მილიარდიანი Earth Fund-ის აღმასრულებელ ხელმძღვანელად და პრეზიდენტად ენდრიუ სტირი დაასახელა. სტირი გარემოსდაცვით ორგანიზაცია World Resources Institute-ს ხელმძღვანელობს.

ბეზოსმა გარემოსდაცვითი ფონდი გასულ წელს შექმნა და $10 მილიარდი იმ მეცნიერების, აქტივისტებისა და ორგანიზაციების დასაფინანსებლად გამოყო, რომლებიც გარემოს დაცვის კუთხით მუშაობენ და კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ იბრძვიან.

სტირს გარემოს დაცვისა და კლიმატის მეცნიერების კუთხით კი წლების გამოცდილება აქვს, ის აშშ-ში, ევროპაში, აზიასა და აფრიკაში ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართულებითაც მუშაობდა.

ცნობისთვის, Amazon-ის გავლენა გარემოზე საკმაოდ დიდია, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია წლის განმავლობაში დაახლოებით 10 მილიარდი ნივთის ტრანსპორტირებას ახორციელებს. ამის გამო ელ-კომერციის გიგანტს ხშირად აკრიტიკებენ და გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებისკენ მოუწოდებენ.