6 ტრილიონი აშშ დოლარის მოცულობის აქტივების მფლობელი ინვესტორები ნახშირბადის გლობალური ფასის კოორდინირებულად განსაზღვრას მოითხოვენ. მათი თქმით, გამონაბოლქვის ხარჯები 3-ჯერ უნდა გაიზარდოს იმისათვის, რომ 2030 წლის მსოფლიო კლიმატურ მიზნებთან თანხვდენილი იყოს.
ამ ინიციატივით The Net Zero Asset Owner Aliance-ი გამოვიდა, რომლის 43 წევრიც მსოფლიო უდიდეს საპენსიო სქემებსა და სადაზღვევო კომპანიებს ფლობენ.
მსოფლიო ბანკის მაისში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ამჟამად ნახშირბადის ფასის განმსაზღვრელი 64 ინსტრუმენტი არსებობს, რომლებიც გლობალურად გამოიყენება. თუმცა ეს ყველაფერი მსოფლიო აირების გამონაბოლქვის მხოლოდ 21%-ს ფარავს. საქმე ისაა, რომ ამ ინსტრუმენტების არსებობის პირობებშიც კი ნახშირბადის ფასის ცვლილება მაინც მნიშვნელოვნადაა შესაძლებელი.
ზემოთ ნახსენები კომპანიის მიერ შემოთავაზებული მშვიდობიანი მიდგომა ინვესტორებისა და აქციათა მფლობელებისთვის რისკების მენეჯმენტსა და გრძელვადიანი დაგეგმარების პროცესს გაართულებს.
ინიციატივის მესვეურნი აქამდე არსებული პოლიტიკისა და მიდგომების ჰიბრიდულ მოდელს სთავაზობენ აქტივების მფლობელებს. მათ სურთ, რომ განისაზღვროს ნახშირბადის მინიმალური ფასი, რომელიც დროთა განმავლობაში გაიზრდება და საბოლოოდ მაქსიმუმის დაწესებაზეც იფიქრებენ.
კვლევის მიხედვით, 2050 წლისათვის ნულოვანი ნახშირბადის გამონაბოლქვის მიღწევა, 2030 წელს მისი ფასის $147-მდეაწევითაა შესაძლებელი. ამჟამად ტონა ნახშირბადის ფასი $59-ის ფარგლებში მერყეობს.