ბოლო 5 წელში ბიუჯეტიდან მივლინებებზე გაწეული ხარჯი 13.4 მლნ ლარით გაიზარდა და 2018 წელს 78.1 მლნ ლარი შეადგინა.
ბიუჯეტის მონიტორის მონაცემების მიხედვით, ბოლო 5 წელში, მხარჯავი დაწესებულებების მიერ მივლინებებზე გაწეული ჯამური ხარჯი შემდეგნაირად გაიზარდა:
საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან ყველაზე მეტი წილი კი შემდეგ უწყებებზე მოდის:
- პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები – 2.5 მლნ ლარი
- პრეზიდენტის ადმინისტრაცია – 1.7 მლნ ლარი
- მთავრობის ადმინისტრაცია – 2.7 მლნ ლარი
- იუსტიციის სამინისტრო – 1 მლნ ლარი
- საგარეო საქმეთა სამინისტრო – 2.5 მლნ ლარი
- თავდაცვის სამინისტრო – 40.8 მლნ ლარი
- შინაგან საქმეთა სამინისტრო – 4.2 მლნ ლარი
- ჯანდაცვის სამინისტრო – 2 მლნ ლარი
- გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 2.9 მლნ ლარი
- განათლების და მეცნიერების სამინისტრო – 4.1 მლნ ლარი
- ეკონომიკის სამინისტრო – 1.8 მლნ ლარი