საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის მარტში, წინა წლის მარტთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 10.6%-ით გაიზარდა. სამი თვის ჯამში, იანვარ-მარტში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 14.4%-ია.
მარტში დაფიქსირებული 10.6%-იანი ზრდა ნაკლებად არის განპირობებული პანდემიის საბაზისო ეფექტით, რადგან 2021 წლის მარტშიც ზრდა 4% იყო.
წინასწარი ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.4%-ით გაიზარდა. 2022 წლისთვის კი საქართველოს მთავრობა 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, თუმცა უკრაინა-რუსეთის ომის გამო, საერთაშორისო ორგანიზაციებმა მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი უკვე შეამცირეს 2-3 პროცენტული პუნქტით.
საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები