თიბისი, ბრიტანული BCR publishing-ის მიერ ორგანიზებულ RFIx-ის დაჯილდოებაზე, ადგილობრივი ფაქტორინგის საუკეთესო მომწოდებლად დასახელდა. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით განხორციელებული შემდეგი ინოვაციური პროექტების შედეგად მოიპოვა:
ფაქტორინგის ციფრული პლატფორმა
მომხმარებლებისათვის ცხოვრებისა და პროცესების გამარტივების მიზნით, თიბისიმ კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის ფაქტორინგის ციფრული პლატფორმა შექმნა.
პლატფორმის დახმარებით, მყიდველი და გამყიდველი ერთმანეთს ერთ ვირტუალურ სივრცეში უკავშირდებიან, რაც მხარეებს შორის განახლებული ინფორმაციის სწრაფად გაცვლას, ასევე დაფინანსების კიდევ უფრო გამარტივებულ პროცესს უზრუნველყოფს. კომპანიის წარმომადგენლის ბანკში ვიზიტი მინიმუმამდე მცირდება – ხელშეკრულების ხელის მოწერის შემდეგ, ფაქტორინგის ყოველი შემდგომი ტრანზაქცია კი პლატფორმის დახმარებით სრულდება. შედეგად, კომპანია მარტივად, მინიმალურ დროში იღებს დაფინანსებას ბანკიდან.’
ახალი გადაწყვეტა ვაჭრობის დაფინანსებაში
პირველად მსოფლიოში, EBRD-ის გარანტიების მხარდაჭერით, თიბისიმ და Armswissbank-მა, FCI-ის ფაქტორინგული პლატფორმის საშუალებით, საერთაშორისო ტრანზაქციები განახორციელეს. აღნიშნულმა ტრანზაქციებმა, საქართველოდან სომხეთში საკვები პროდუქტების ექსპორტი უზრუნველყვეს. აღნიშნული ინოვაციური სტრუქტურა, მსოფლიო მასშტაბით, საერთაშორისო ფაქტორინგის ოპერაციებში საფინანსო ინსტიტუტების ჩართვის ერთგვარ მოდელად იქცა. თიბისი FCI-ის – ფაქტორინგის ინდუსტრიის გლობალური წარმომადგენლობითი ორგანოს წევრია.
ბიზნესებისთვის გაცემული დაფინანსების ზრდა
ფაქტორინგის დახმარებით, ვაჭრობის დაფინანსების მიზნით თიბისის მიერ ბიზნესკლიენტებისთვის გაცემული ფინანსური რესურსი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობში, მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუკი აღნიშნული დაფინანსების ჯამური მოცულობა 2017 წელს 9 მილიონი ევრო იყო, 2021 წელს დაფინანსების ჯამურმა თანხამ 125 მილიონი ევრო შეადგინა. ფაქტორინგის მიმართულებით, თიბისი საქართველოში ბაზრის ლიდერია, რასაც ბაზრის 68%-იანი წილი ადასტურებს. ბრიტანული BCR Publishing-ის RFIx დაჯილდოება, კორპორაციული ფინანსების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოა. აღნიშნული დაჯილდოება ყოველწლიურად თავს უყრის სფეროს ექსპერტებს იმისთვის, რომ მუდმივად ცვალებად რეალობაში, პროფესიონალებმა კლიენტების პორტფოლიოების ზრდის შესაძლებლობებსა და ინოვაციურ გადაწყვეტებზე იმსჯელონ.