რა შემოსავალს იღებენ Airbnb-ის მეშვეობით თბილისსა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში

რა შემოსავალს იღებენ Airbnb-ის მეშვეობით თბილისსა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში

თბილისში Airbnb-ის მეშვეობით ბინების გაქირავებით მიღებული შემოსავალი წლებია იზრდება. G&T-ს მონაცემებით, ამ სახის შემოსავალმა 2018 წელს 23 მლნ დოლარი შეადგინა, 2017 წელს 12 მლნ დოლარი, ხოლო 2016 წელს კი 4 მლნ დოლარი.

ამასთან, გასულ წელს გაქირავებაში 10 000-ზე მეტი ბინა იყო, 2017 წელს 6300, ხოლო 2016 წელს კი 4100. გამოდის, რომ ბოლო ორ წელში მხოლოდ თბილისში პორტალზე განთავსებული ბინების რაოდენობა 2.5-ჯერ გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ მიწოდებაც და მოთხოვნაც წლიდან წლამდე იზრდება, კვლევაში ვკითხულობთ, რომ Airbnb-ზე განთავსებული სახლების 64%-ის დაჯავშნა არ ხდება.

ჯამში, გასულ წელს მოთხოვნა გაორმაგდა. ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ თბილისში მიწოდება ჭარბია და ის მაგალითად მცირედით ჩამოუვარდება სტამბოლს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ თბილისში Airbnb-ით მიღებული საშუალო შემოსავალი სხვა ქალაქებთან შედარებით დაბალია.

თვეში საშუალო შემოსავალი სხვადასხვა ქალაქებში შემდეგია:

slide39

თბილისში განთავსების საშუალებების 11% სწორედ Airbnb-ზე მოდის, შედარებისთვის განთავსების საშუალებების 7% მოდის Airbnb-ზე ლონდონსა და ბერლინში; მადრიდში 10%, ამსტერდამში 12%, პარიზში კი 15%.