ინგლისის ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში გერმანიის ქალთა საფეხბურთო ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ჩემპიონობა მოიპოვა. ცნობისათვის, ეს მათი პირველი საერთაშორისო ტიტულია. ინგლისელებმა გერმანელი მეტოქეები ადგილობრივ გარემოში, უემბლის სტადიონზე დამატებით დროში დაამარცხეს.
ევროპის ჩემპიონატის ფინალს მაყურებლების რეკორდული რაოდენობა – 87,192 ადამიანი ესწრებოდა. გადამწყვეტი გოლი ჩემპიონატის 8-გზის გამარჯვებულის კარში 110-ე წუთზე ქლოი კელიმ გაიტანა.
საინტერესოა, რომ ინგლისის ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ჩემპიონატზე ჯამურად რეკორდული რაოდენობის – 22 გოლი გაიტანა და საპასუხოდ მხოლოდ 2 გაუშვა. ჩემპიონატის განმავლობაში მათ მსოფლიოს მე-11 ადგილოსანი ნორვეგიის ქალთა ნაკრები გამანადგურებელი ანგარიშით, 8:0, ხოლო მეორე ადგილოსანი შვედეთი კი ანგარიშით 4:0 დაამარცხეს.
ინგლისის ქალთა საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი, სარინა ვიგმანი საკუთარი გუნდით ევროპის ჩემპიონატზე არასდროს დამარცხებულა. თავის მხრივ, გერმანიას ევროპის ჩემპიონატის ფინალიც აქამდე არასდროს წაეგო.