სომეხი მილიარდერი რუბენ ვარდანიანი ყარაბაღის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადააყენეს.
ვარდანიანის მოღვაწეობა საკმაოდ ხანმოკლე აღმოჩნდა, ბიზნესმენი დე-ფაქტო ლიდერის პოსტს სულ რაღაც ოთხი თვის განმავლობაში იკავებდა.
ყარაბაღის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ვარდანიანის ნაცვლად მოქმედი გენერალური პროკურორი, გურგენ ნერსისიანი დაინიშნება.
„ღრმად შეშფოთებული ვარ სომხეთისა და ამ რეგიონის ირგვლივ განვითარებული პოლიტიკური მოვლენებითა და ვითარების ესკალაციით. არცახის პრობლემის მოგვარებაზე დამოკიდებულია მთელი სომხური სამყაროს მომავალი.
ვაცნობიერებ, რომ მეტი ფიქრის დრო აღარ მაქვს და სხვა გზა არ მრჩება, გარდა იმისა, რომ ავიღო ჩემი წილი პასუხისმგებლობა და არცახელი მოსახლეობის გვერდით დავდგე“, – აცხადებდა ვარდანიანი თანამდებოაზე დანიშვნის პერიოდში.
Forbes-ის შეფასებით, ვარდანიანის ქონება 1 მილიარდ დოლარს შეადგენს.