Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2023 წლის III კვარტალში ბაკურიანსა და გუდაურში ბინების გაყიდვები წლიურ ჭრილში საგრძნობლად შემცირდა.
კერძოდ, საანგარიშო პერიოდში, ბაკურიანში 233 ბინა გაიყიდა, რაც 34.9%-იანი წლიური კლებაა, კვარტალურად კი 11.5%-იანი მატება. გუდაურში კი 98 ბინა გაიყიდა, რაც ერთწლიან ჭრილში გაყიდვების 14.8%-იან შემცირებაზე მიანიშნებს, კვარტალურად კი 30.7%-იან ზრდაზე.
2023 წლის III კვარტალში ბაკურიანში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 5%-ით გაიზარდა. გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ კი $10.2 მილიონი შეადგინა. ეს წლიურად 32.2%-იანი კლებაა, ხოლო კვარტალურად 13.5%-იანი ზრდა.
რაც შეეხება გუდაურს, საანგარიშო პერიოდში იქ ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 2.8%-ით გაიზარდა. გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ კი $4.8 მილიონი შეადგინა, რაც წლიურად 6.6%-იანი კლებაა, ხოლო კვარტალურად 19.9%-იანი ზრდა.