რა არის ბიუჯეტის მთლიანი სალდო?

რა არის ბიუჯეტის მთლიანი სალდო?

ბიუჯეტის მთლიანი სალდო (ინგლისურად total balance) არის მიმდინარე შემოსავლებსა და ხარჯების შორის სხვაობას (რასაც საოპერაციო სალდო ეწოდება) დამატებული არაფინანსური აქტივების ცვლილება.

მიმდინარე შემოსავლები ყველა ის შემოსავალია, რაც არაა დაკავშირებული კომპანიის (ან მთავრობის) არაფინანსური და ფინანსური აქტივების გაყიდვასთან (შემცირებასთან) და საწარმოს (ან მთავრობის) საოპერაციო საქმიანობიდან გამომდინარეობს. იგივე ლოგიკაა მიმდინარე ხარჯებთან მიმართებით, ყველა ხარჯი მიმდინარეა, თუ არ იხარჯება არაფინანსური და ფინანსური აქტივების ზრდაზე. საოპერაციო სალდო კარგად უჩვენებს, რა შედეგზე გადის კომპანია უშუალოდ მისი საქმიანობიდან გამომდინარე. მთლიანი სალდოს დროს მიმდინარე შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობას ემატება არაფინანსური აქტივების ცვლილება. არაფინანსური აქტივი არის გრძელვადიანი აქტივი, გარდა ფულისა და მისი ეკვივალენტებისა. კომპანია (ან მთავრობა) ზრდის არაფინანსურ აქტივებს, როცა მის შეძენაზე ფულს ხარჯავს და ამცირებს, როცა არსებულ არაფინანსურ აქტივებს ყიდის.

ბიუჯეტის მთლიანი სალდო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტში. ის უჩვენებს, მთავრობას საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად და არაფინანსური აქტივების ზრდისთვის ჰყოფნის თუ არა შემოსავალი. თუ მთლიანი სალდო უარყოფითია, ანუ ხარჯი აჭარბებს შემოსავალს, მაშინ ბიუჯეტი დეფიციტურია. დადებითი მთლიანი სალდოს შემთხვევაში ბიუჯეტში სიჭარბეა.