ბათუმში ბინების გაყიდვები 26%-ით შემცირდა

ბათუმში ბინების გაყიდვები 26%-ით შემცირდა

Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის ოქტომბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 1,247 ერთეული შეადგინა. ეს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 26%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ანგარიშის თანახმად, ამავე პერიოდში ბაზრის ზომა 20%-ით, 55 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა.

უფრო კონკრეტულად, გასულ თვეში, 2022 წლის ოქტომბერთან შედარებით, ბათუმში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 26%-იანი კლება ფიქსირდება, ძველი პროექტების შემთხვევაში კი გაყიდვები 21%-ით შემცირდა.

რაც შეეხება ფასებს, Colliers Georgia-ს ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში, ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი, 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 16%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.