Warner Bros. Discovery-ის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ ზასლავის ინფორმაციით, „ჰარი პოტერის“ სერიები Max-ის სტრიმინგპლატფორმაზე სავარაუდოდ 2026 წელს გაეშვება. ამასთან დაკავშირებით განცხადება ზასლავმა კომპანიის მეოთხე კვარტალის შემოსავლების გასაჯაროებისას გააკეთა.
„ჰარი პოტერის“ ბოლო ფილმი 2011 წელს გამოვიდა. Warner Bros. Discovery-მ უკვე დაადასტურა, რომ სერიალს როულინგის შვიდ წიგნზე დაყრდნობით გადაიღებენ. სხვადასხვა წყაროს ცნობით კი, თითო წიგნზე თითო სეზონის გამოშვება იგეგმება. პროდიუსერ დევიდ ჰეიმანის შეფასებით, სერიალი მაყურებელს წიგნის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას მისცემს.
ეს იქნება „ჰარი პოტერის“ სამყაროს პირველი სატელევიზიო სერიების ადაპტაცია, თუმცა ის იმავე ისტორიებს გააერთიანებს, რომელთაც Warner Bros-ის მიერვე 2001-2011 წლებში გადაღებული „ჰარი პოტერის“ რვა ადაპტაცია. იანვარში, Warner Bros.-ის სატელევიზიო ხელმძღვანელ ჩენინგ დანგის მიერ გაკეთებული განცხადების ტანახმად, კასტინგი ჯერ არ დაწყებულა, კომპანია კი ფრანჩაიზის ხელმძღვანელის შესარჩევად მოლაპარაკებებს კვლავ აწარმოებს.
მიუხედავად ამისა, კომპანიის მეოთხე კვარტალის შემოსავლების გასაჯაროებისას ზასლავმა განაცხადა, რომ Warner Bros. Discovery-ის აქციების ფასი, პარასკევის მონაცემებით, 9%-ზე მეტითაა შემცირებული. ამასთან ერთად კი, გასული ფისკალური წლის მეოთხე კვარტალში, კომპანიის წმინდა ზარალმა $400 მილიონს მიაღწია.