რეიტინგი: ქართული საკლუბო ფეხბურთი

რეიტინგი: ქართული საკლუბო ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები პროგრესირებს, თუმცა ნაკრებში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე მხოლოდ ორი ფეხბურთელია. წარმოგიდგენთ მიმდინარე სეზონში მოასპარეზე გუნდების რეიტინგებს.

 

ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა დიდი ხსნის მიზანი მიღწეულია. საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს. მართალია, სანაკრებო მიღწევა მაღალია, მაგრამ ასეთ წარმატებებს ვერ იზიარებს საკლუბო ფეხბურთი. ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბები ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპებზე ვერ ხვდებიან.

ეროვნული ნაკრების პროგრესის მიუხედავად, ეროვნული ჩემპიონატის ასეთივე სურათი ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის 26-კაციან განაცხადში ეროვნულ ჩემპიონატზე მოასპარეზე მხოლოდ ორი ფეხბურთელის ყოფნაც მეტყველებს (ბათუმის „დინამოდან“ გარემარბი გიორგი წიტაიშვილი და თბილისის „დინამოდან“ სათადარიგო მეკარე გიორგი ლორია).

საქართველოს რანგით პირველ ლიგაში ათი გუნდი ასპარეზობს, რომელთა ფეხბურთელების საერთო საბაზრო ღირებულება მიმდინარე სეზონში 118.3 მლნ ლარია. მათ შორის, ყველაზე მაღალი ღირებულების გუნდი „დინამო ბათუმია“. 2024 წლის სეზონში ზღვისპირა ქალაქის გუნდის ფეხბურთელების ღირებულება ჯამში 16.9 მლნ ლარია, რომელსაც 16.6 მლნ ლარით საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი „დინამო თბილისი“ მოსდევს.

თითოეულ გუნდში ფეხბურთელის საშუალო ღირებულებით სურათი ოდნავ განსხვავებულია. ამ კუთხით პირველ ადგილზე „დინამო ბათუმია“, მაგრამ მეორეა „ტორპედო ქუთაისი“. სწორედ ქუთაისელთა რიგებშია ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი გიორგი არაბიძე, რომლის ღირებულება 2.7 მლნ ლარია.

 

ფასის ჩემპიონები

საქართველოს ჩემპიონატის ათი ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი

ფეხბურთელიღირებულება (მლნ ლარი)ასაკიგუნდიპოზიცია
გიორგი არაბიძე2.726ტორპედოშემტევი ნახევარმცველი
გიორგი წიტაიშვილი2.423დინამო ბთმარცხენა გარემარბი
ვლადიმერ მამუჩაშვილი1.826დინამო ბთნახევარმცველი
აურო ალვარო კრუზ ჯუნიორი1.828ტორპედომარჯვენა მცველი
ალექსანდრე კალანდაძე1.523დინამო თბცენტრალური მცველი
ნიკა გაგნიძე1.523დილაცენტრალური ნახევარმცველი
შოთა ნონიკაშვილი1.423იბერია 1999ცენტრალური ნახევარმცველი
გიორგი კოხრეიძე1.425იბერია 1999მარცხენა გარემარბი
გიორგი მაისურაძე1.422დინამო თბმარჯვენა მცველი
ცოტნე კაპანაძე1.422იბერია 1999მარჯვნეა მცველი

 

შენიშვნა ინფორმაცია მოპოვებულია Transfermarkt -ისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ვებგვერდებიდან (05.06.2024 მდგომარეობით). Transfermarkt -ზე არსებული შეფასება ევროშია, რომელიც კონვერტირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნულ ვალუტა ლარში (05.06.2024-ის მდგომარეობით 3.0416).