ბრიტანეთი საქართველოსთან უორდროპის დიალოგს ყინავს

ბრიტანეთი საქართველოსთან უორდროპის დიალოგს ყინავს

დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, გარეტ უორდმა, მედიასააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღების გამო იმედგაცრუებულია. გარდა ამისა, ელჩმა განაცხადა, რომ მმართველი პარტიის მიერ დასავლელი პარტნიორების საქართველოს საწინააღმდეგო საქმიანობაში დადანაშაულება დიდი ბრიტანეთისათვის მიუღებელია.

გარეტ უორდის განმარტებით, აღნიშნული მიზეზების გათვალისწინებით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, გაეყინა უორდროპის დიალოგი მინისტრებს შორის. ამასთან, გაურკვეველი ვადით შეჩერდება ორი ქვეყნის თავდაცვის შტატებს შორის არსებული მაღალი რანგის მოლაპარაკებები და კიბერუსაფრთხოების პროგრამაც.

დიდი ბრიტანეთის ელჩი იმედოვნებს, რომ არჩევნების შემდეგ ქართული მხარისაგან ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნების მკაფიო მტკიცებულებებს მიიღებენ, რათა ქვეყნებს შორის ნდობა და მჭიდრო პარტნიორობა აღდგეს.