ადამიანების გასტრონომიული გემოვნების მიხედვით დამაკავშირებელი პირველი ქართული სოციალური ქსელი, Tasteit-ი, საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას განაგრძობს. ბერლინის შემდეგ, პლატფორმა, განახლებებით, ნიუ-იორკში ჩაეშვება.
პირველი ქართული სოციალური ქსელი, რომელიც ადამიანებს გასტრონომიული გემოვნების მიხედვით აკავშირებს, ქართულ ბაზარზე 2023 წელს გამოჩნდა. Tasteit-ი დღეს, საქართველოსთან ერთად, უკვე ბერლინშიც ოპერირებს და უახლოეს პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი ნიუ-იორკში გამოჩნდება.
Tasteit-ი არ არის კლასიკური გაცნობის აპლიკაცია. სოციალური ქსელი ადამიანებს მხოლოდ კულინარიული გემოვნების მიხედვით, ყოველგვარი რომანტიკული ჩარჩოს გარეშე აკავშირებს. გაცნობის აპლიკაციებისგან განსხვავებით, აქ, პიროვნებების ნაცვლად, შეგიძლიათ მოიწონოთ კერძები/სასმელები და მათი გამომწერები და ინფლუენსერებიც კი გახდეთ.
ცოტა ხნის წინ, აპლიკაციას ყველაზე დიდი განახლება – Let’s Dine-ი დაემატა. ახალი ფუნქცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დააანონსოს „ჭამა“ ან „დალევა“, მიიღოს შემოთავაზებები და მის მიერ შერჩეულ ადამიანთან ერთად წავიდეს სასურველი კერძის მისართმევად. ამისთვის მხოლოდ აპლიკაციის Dine-რეჟიმზე გადართვაა საჭირო, რის შემდეგაც მომხმარებელი რექვესთების გაგზავნას ან დადასტურებას შეძლებს.
აპლიკაციის სხვა ძირითად განახლებებს შორისაა: კერძების სორტირება – ფასის, სიახლის, ადგილმდებარეობისა და პოპულარობის მიხედვით; Tasteit Bite-ი, სადაც აპლიკაციის Food-ბლოგერების მიერ კერძის დაგემოვნების ვიდეო და შეფასება იტვირთება; და მესენჯერის ფილტრები, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი მარტივად განაცალკევებს პირად და Dine-ზე მიღებულ შემოთავაზებებს.
უახლოეს მომავალში, ახალი ბაზრების განვითარებასთან ერთად, აპლიკაციას უფასო Basic-ვერსიასთან ერთად, Subscription Based-ვერსია დაემატება, ახალი პრემიუმ-შეთავაზებებით. გარდა ამისა, აპლიკაციაში გამოჩნდება კერძებზე/სასმელებზე/რესტორნებზე მომხმარებელთა შეფასებები და Tasteit Feed-ი, რომელიც გასტრონომიული სიახლეების შესახებ ინფორმაციას მოუყრის თავს.
გაშვების დღიდან Tasteit App-ის ინვესტიციის საერთო მოცულობა $200,000-მდე გაიზარდა. დღეს პლატფორმას 35,000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. მომხმარებლების ზრდისა და აპლიკაციების განახლებების პარალელურად, დაინტერესება იზრდება ქართველი და უცხოელი ინვესტორებისგან. 2024 წელს, Tasteit App-ი Early Bird-ის Vision Lab-ის აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობისთვის შეირჩა.
Tasteit–ის აპლიკაცია ბერლინში 2024 წლის ივლისში გაეშვა. სოციალურ ქსელსა და ქალაქის ქუჩებში მცირე მასშტაბის მარკეტინგული კამპანიებით, აპლიკაციას ბერლინში უკვე 3,400 გერმანელი მომხმარებელი ჰყავს. „გერმანიაში განვითარებულია კულინარიული კულტურა, ამასთან ერთად კი, ხალხი აქტიურად იყენებს გაცნობის აპლიკაციებსაც. ამას ემატება კოვიდის შემდგომი პერიოდში ევროპის ქალაქებში გავრცელებული “მარტოობის ეპიდემია”. ვფიქრობ, Tasteit-ი არის უნიკალური გამოსავალი, რომელიც ამ სამ კომპონენტს აერთიანებს და მალე ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი აპლიკაცია გახდება“, – აცხადებს Forbes-თან Tasteit-ის დამფუძნებელი გიორგი ურუშაძე.
ბერლინის შემდეგ, უახლოს პერიოდში, Tasteit-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი ნიუ-იორკშიც ჩაეშვება. ურუშაძის შეფასებით, ნიუ-იორკი სწორედ ის ქალაქია, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავს Tasteit-ის აპლიკაციას, აშშ-ის ბაზარზე გაფართოება კი, მათთვის ყველაზე დიდი და საამაყო ნაბიჯი იქნება: „ჩვენ უნიკალურ პროდუქტს მალე გავაცნობთ ქალაქს, რომელიც ყველაზე კარგად ცნობს მიზანდასახული ადამიანებისა და პროექტების გულისცემას. ნიუ-იორკიც Tasteit-ის მსგავსად შეუპოვარი, ამბიციური და თავისუფალია. არ ეშინია სიახლეების და ნებისმიერი წინააღმდეგობის გადასალახად მზადაა“.
პარალელურად, Tasteit-ი განვითარებას განაგრძობს საქართველოს ბაზარზეც. თბილისის გარდა, აპლიკაციის პარტნიორებს შორის არის ბათუმის, ქუთაისისა და კახეთის კვების ობიექტები – იგეგმება სხვა ქალაქების რესტორნების დამატებაც. Tasteit-ის აპლიკაცია მომხმარებელს, მათ პარტნიორ ობიექტებში, კერძებზე 1+1 შეთავაზებებსა და ფასდაკლებებს სთავაზობს. სამომავლო გეგმებშია ექსკლუზიური შეთავაზებები და მარკეტინგული აქტივობები, რომლებიც საზოგადოებაში Tasteit-ის მიმართ ცნობადობის ამაღლებას ემსახურება.
ცნობისთვის, Tasteit-ის დამფუძნებელი გიორგი ურუშაძე Forbes-ის 2021 წლის 30 Under 30-ის კატეგორიის „მედია და მარკეტინგის“ გამარჯვებულია.
გადმოწერე აპლიკაცია iOS-ზე
გადმოწერე აპლიკაცია Android-ზე
S