აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და “ქართული ოცნების” მიერ მოქალაქეების მიმართ ძალადობა დაგმო. მილერმა განცხადება სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა.
“აშშ მკაცრად გმობს “ქართული ოცნების” სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა ხელი შევუწყოთ ანგარიშვალდებულებას მათთვის, ვინც ცდილობს საქართველოს დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს”, – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი.