PMCG: დეკემბერში დასაქმებულთა 11.3%-მა 600 ლარამდე ხელფასი აიღო

PMCG: დეკემბერში დასაქმებულთა 11.3%-მა 600 ლარამდე ხელფასი აიღო

PMCG-ის კვლევითი ცენტრის თანახმად, 2024 წლის დეკემბერში ყოველთვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 1.8%-ით გაიზარდა და 982,802 ადამიანი შეადგინა. თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ნოემბერთან შედარებით 2.5%-ით შემცირდა.

საინტერესოა, რომ 2024 წლის დეკემბერში, იმ ადამიანების წილი, რომლებიც ყოველთვიურად 600 ლარამდე ხელფასს იღებდნენ, წინა წელთან შედარებით 2.3%-ით შემცირდა და 11.3% შეადგინა.

ამავე პერიოდში, 2,400 ლარი ან მეტი ხელფასის მიმღებთა წილი 44.5%-ით განისაზღვრა, რაც 2023 წელთან შედარებით 5.1%-ით მეტია, 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით კი 26.1 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

9,600 ან მეტი ლარის ყოველთვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობამ, 2024 წლის დეკემბერში 4.6% შეადგინა. ეს 2023 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 0.8%-ით, 2022 წლის მაჩვენებელს კი 3.1%-ით აღემატება.