ყველა დროის ყველაზე დიდი კრიპტოძარცვები

ყველა დროის ყველაზე დიდი კრიპტოძარცვები

კრიპტოვალუტამ ინვესტორებთან ერთად კიბერკრიმინალებიც მიიზიდა. ბლოკჩეინის ტექნოლოგის განვითარების ფეხდაფეხ ჰაკერების მეთოდებიც იხვეწება, რაც ინდუსტრიაში უმთავრეს პრიორიტეტად უსაფრთხოებას აქცევს.

2025 წლის 21 თებერვალს, დუბაიში დაფუძნებული კრიპტობირჟა Bybit-იდან დაახლოებით 1.46 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოაქტივები მოიპარეს. ეს მავნე პროგრამების გამოყენებით ტრანზაქციის დამტკიცების გზით განხორციელებული ყველაზე დიდი კრიპტოქურდობაა ისტორიაში.

კრიპტოინდუსტრიაში მეორე ყველაზე დიდი ძარცვა 2021 წლის აგვისტოში განხორციელდა, როდესაც ჰაკერებმა Poly Network-იდან 600 მილიონ დოლარზე მეტი მოიპარეს. აღსანიშნავია, რომ მათ მოპარული კრიპტოაქტივების უმეტესი ნაწილი დააბრუნეს და ამტკიცებდნენ, რომ ეს „გასართობად“ გააკეთეს.

მესამე ყველაზე დიდი კრიპტოძარცა 2022 წელს, ოქტომბერში მოხდა. მაშინ BSC Token Hub-იდან 582 მილიონი აშშ დოლარი მოიპარეს. აღსანიშნავია, რომ ათეულში შესული კრიპტოძარცვებიდან ოთხი სწორედ 2022 წელს მოხდა. ამ წელს BSC Token Hub-თან ერთად ჰაკერებმა გაძარცვეს: Ronin Network-ი, FTX-ი და Wormhole-ი.

ყველა დროის ყველაზე დიდი კრიპტოძარცვები:

წელისამიზნე*ღირებულება
2025Bybit1.46 მლრდ.
2021Poly Network611 მლნ.
2022BSC Token Hub582 მლნ.
2022Ronin Network540 მლნ.
2018Coincheck532 მლნ.
2022FTX482 მლნ.
2014Mt Gox470 მლნ.
2024DMM325 მლნ.
2022Wormhole308 მლნ.

* მოპარული კრიპტოაქტივების ღირებულება დათვლილია ძარცვის დროს არსებული ფასის მიხედვით.