უწყვეტი განათლება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად და ცვალებად ბიზნეს ლანდშაფტში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად ბიზნესის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეებს, უახლეს ინფორმაციასა და ექსპერტულ გამოცდილებაზე წვდომა სჭირდებათ.
სწორედ ამ მიზნით, 2018 წლიდან, საქართველოს ბანკი საგანმანათლებლო პლატფორმას Businesscourse.ge აახლებს, რომელიც ახლა უკვე ბიზნესების ერთიანი სივრცის — ბიზნეს 360-ის ნაწილია. პლატფორმა 60-მდე კურსსა და მასტერკლასს მოიცავს ფინანსების, მარკეტინგის, მენეჯმენტის, გაყიდვების და სხვა არაერთი თემატიკის გარშემო. ვიდეოლექციებს სხვადასხვა დარგის გამოცდილი სპეციალისტები უძღვებიან.
გასულ წელს პლატფორმის დახმარებით 15 ათასზე მეტმა ადამიანმა აიმაღლა კვალიფიკაცია. ამ სტატიაში კი გიამბობთ 5 ყველაზე პოპულარულ კურსზე, რომლებიც არა მარტო გამოცდილ ბიზნესებს, არამედ დამწყებ პროფესიონალებსაც ყოველდღიურ საქმიანობაში დიდ დახმარებას გაუწევს.
- MS Excel-ის გამოყენება
ბიზნესკურსი MS Excel-ის შესახებ საინტერესოა ნებისმიერი ბიზნესისთვის, იმისდა მიუხედავად, თუ რა მასშტაბისაა ან რომელ ინდუსტრიაში ოპერირებს ის. MS Excel-ს მჭიდრო კავშირი აქვს კომპანიის იმიჯთან და ბიზნესის ყოველდღიური პროცესების მართვას ამარტივებს.
კურსი დაგეხმარებათ, შექმნათ გამართული და მარტივად გამოყენებადი ფაილები MS Excel-ის დახმარებით; ისწავლით, როგორ დაამუშაოთ ბიზნესისთვის საჭირო მონაცემები და როგორ გამოიყენოთ წლიურად დაგროვილი მონაცემები ეფექტური ბიზნესგადაწყვეტილებების მისაღებად. კურსს უძღვება ელექტრონული აკადემიის დამფუძნებელი და MS Excel-ის ტრენერი, გიორგი დათუკიშვილი.
დარეგისტრირდით კურსზე MS Excel-ის გამოყენება მარტივად ამ ბმულზე.
- სარესტორნო ბიზნესის მართვა
ბიზნესკურსს სარესტორნო ბიზნესის მართვის შესახებ სილქ ჰოსფითალითის ბრენდ შეფი, ირაკლი ასათიანი უძღვება. ეს კურსი მათთვისაა, ვისაც სტუმარმასპინძლობის სექტორში ბიზნესის წამოწყება ან არსებული კომპანიის განვითარება სურს.
ვიდეოლექციებით გაიგებთ, რა განსაზღვრავს სარესტორნო ბიზნესის წარმატებას, რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, რა ტიპის მენიუ უნდა შეარჩიოთ თქვენი ბიზნესისთვის და სხვა.
გაიგეთ, როგორ მართოთ ან დაიწყოთ სარესტორნო ბიზნესი ამ ბმულიდან.
- ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა ბიზნესში დღითიდღე იზრდება. აღნიშნული კურსი სწორედ ამ საჭიროებებზე საპასუხოდ შეიქმნა და მცირე და საშუალო ბიზნესებს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს უკეთ გააცნობს.
კურსის ფარგლებში გაიგებთ, როგორ შექმნათ მარკეტინგული მასალები ChatGPT, Gemini AI ან სხვა პლატფორმების დახმარებით, როგორ დააგენერიროთ სოციალური მედიისთვის კონტენტი, როგორ მართოთ შიდა სამუშაო პროცესები უფრო ეფექტიანად და სხვა. კურსს უძღვება ტექნოლოგიური ინჟინერი, ნანა დიხამინჯია.
დარეგისტრირდით კურსზე ამ ბმულიდან.
- ბრენდინგი
ბრენდინგს ბიზნესის განვითარების სტრატეგიაში ერთ-ერთი მთავარი როლი უჭირავს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, კომპანიებმა იცოდნენ, რა ნაბიჯები უნდა გადადგან ბრენდის ასაშენებლად, როგორ უნდა შეურჩიონ ბრენდს მთავარი საკომუნიკაციო გზავნილი, როგორ დაარქვან სახელი, რა დეტალები გაითვალისწინონ ბრენდის დიზაინის შექმნისას და ა.შ. კურსს უძღვება ალექს ჩიქოვანი, Live Branding-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
ბრენდისა და ბრენდინგის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს.
- მეღვინეობა
ბიზნესკურსის პლატფორმაზე შეხვდებით ისეთ ნიშურ კურსს, როგორიცაა მეღვინეობა. კურსი ზედგამოჭრილია მათთვის, ვისაც სურს, ძალები მოსინჯოს ამ სფეროში, ან უკვე არის მეღვინე, მაგრამ სიახლეების აღმოჩენისკენ მიისწრაფვის.
კურსის ფარგლებში გაიგებთ ღვინის დაყენებისა და ჩამოსხმის სრული ციკლის შესახებ დეტალებს. კურსი მოამზადა კახა ჭოტიაშვილმა, ენოლოგმა, ღვინის სერტიფიცირებულმა ექსპერტმა და სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის წევრმა.
გაიარეთ მეღვინეობის ბიზნესკურსი ამ ბმულიდან.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.