ამერიკის შეერთებულ შტატებს უცხოელი ინვესტორების $8.5 ტრილიონი მართებს, რაც მისი მთლიანი სახელმწიფო ვალის თითქმის მეოთხედია. სტატიაში წარმოგიდგენთ 20 ქვეყანას, რომლებისაც აშშ-ს ყველაზე მეტი ვალი აქვს. ინფორმაცია სახაზინო დეპარტამენტის მონაცემებს ეყრდნობა და 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობას ასახავს.
ქვეყნების ვალი იზრდება მაშინ, როდესაც მთავრობა იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე გადასახადებითა და სხვა შემოსავლებით აგროვებს. ამ დეფიციტის დასაფარად აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ობლიგაციებსა და ბონდებს გამოსცემს. ეს ფასიანი ქაღალდები მინიმალური რისკიანობითა და მაღალი ლიკვიდურობით ხასიათდება და ცენტრალური ბანკები მათ ფართოდ იყენებენ, როგორც რეზერვებს. მას ბაზრის არასტაბილურობის დროს ინვესტორები დიდ უპირატესობას ანიჭებენ.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ის მთლიანმა სახელმწიფო ვალმა 34 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა და კონგრესის ბიუჯეტის ოფისის პროგნოზით, მომდევნო ათწლეულში შესაძლოა 50 ტრილიონ დოლარსაც კი მიაღწიოს.
აღსანიშნავია, რომ შეერთებულ შტატებს ყველაზე მეტი იაპონიის მართებს – ვალი 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. შემდეგ მოდის ჩინეთი, რომლისგანაც აშშ-ს 759 მილიარდი დოლარი აქვს ვალად. მესამე კი დიდი ბრიტანეთია, რომლისაც შტატებს 723 მილიარდი დოლარი მართებს.
ვალების ჯამზე უფრო მნიშვნელოვანი მისი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაა – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ის, თუ რამდენად შეუძლია ქვეყნის რესურსებს ვალის პროცენტები და ძირითადი გადასახდელი თანხები დაფაროს.
2024 წლის ბოლოს აშშ-ის სახელმწიფო ვალის მშპ-სთან თანაფარდობა დაახლოებით 98% იყო – მხოლოდ მცირედით ქვემოთ კრიტიკულ 100%-იან ზღვარზე, რასაც ზოგიერთი ექსპერტი გამაფრთხილებელ ნიშნად მიიჩნევს.
აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ქვეყნის ვალის ზრდის შეკავებას ფედერალური ხარჯების შემცირებით ცდილობს. ამის მისაღწევად ტრამპმა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი (DOGE) შექმნა, რომელსაც სათავეში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი ჩაუყენა.
მასკის ხელმძღვანელობით DOGE-ს უკვე აქვს მიზანში ამოღებული რამდენიმე ფედერალური სააგენტო. დეპარტამენტის მიზანი არასაჭირო ხარჯების გამოვლენა და აღმოფხვრაა. მასკის თქმით, ამ გზით დაახლოებით $2 ტრილიონის დაზოგვაა შესაძლებელი.
20 ქვეყანა, რომლებისაც აშშ-ს ყველაზე მეტი მართებს (მლრდ, $):