Geo Energy Golden Brand-ის No1 ჯილდოს მფლობელი გახდა განახლებადი ენერგიის კატეგორიაში

Geo Energy Golden Brand-ის No1 ჯილდოს მფლობელი გახდა განახლებადი ენერგიის კატეგორიაში

კომპანია ჯეო ენერჯი, 2025 წლის 14 ივნისს, თბილისში, Pullman Tbilisi Axis Towers-ში გამართულ „Golden Brand“-ის 20–ე საიუბილეო დაჯილდოების ცერემონიაზე, გახდა გამარჯვებული ნომინაციაში „განახლებადი ენერგია – მზის სადგურები“ და მიენიჭა No1 Golden Brand 2024-ის სტატუსი — წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნესჯილდო.

აღნიშნული წარმატება ეფუძნება 2024 წელს ჩატარებულ დამოუკიდებელ კვლევას, რომელშიც ათასამდე მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა სექტორიდან — მათ შორის ეკონომიკის ექსპერტები, ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა. კვლევაში მონაწილეებს დაუსვეს კითხვა: „რომელ ბრენდს მიიჩნევთ საუკეთესოდ და ურჩევდით სხვებს?“ შედეგებმა Geo Energy გამოავლინა საუკეთესო ბრენდად მზის ენერგიის კატეგორიაში.

ჯეო ენერჯის თანადამფუძნებელი, ლევან აბაშიძე, აღნიშნავს:

 „ეს ჯილდო მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველა იმ მომხმარებლისთვის, ვინც ირჩევს მზის ენერგიაზე გადასვლას. ჩვენი გუნდის, პარტნიორების და პირველ რიგში – მომხმარებლების პატივისცემა გვაძლევს მოტივაციას განვაგრძოთ ძლიერი, მდგრადი პროექტების განხორციელება. ოქროს ბრენდის სტატუსი ზრდის მომხმარებლების ნდობას და ჯეო ენერჯის ბიზნესი საერთაშორისო ნიშნით უფრო მაღალ საფეხურზე აჰყავს. ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო აძლიერებს კომპანიის ხედვას – მზის ენერგია საქართველოსთვის.“

Geo-Energy არის Seraphim-ის ექსკლუზიური დილერი საქართველოში.

Seraphim მსოფლიოს უდიდეს ათეულში შემავალი მაღალი ხარისხის TIER 1 მზის პანელების მწარმოებელი კომპანია. 

კომპანია Geo Energy წარმოადგენს მზის სადგურების საინჟინრო-სამშენებლო მიმართულების ლიდერს საქართველოში და სთავაზობს მომხმარებელს მზის სადგურის მშენებლობის სრულ სერვისს: პროექტირება, ინდივიდუალური დიზაინი, მონტაჟი და გრძელვადიანი გარანტია  Tier 1 კატეგორიის მზის პანელებზე.

Geo Energy-მ საქართველოში უკვე წარმატებით განახორციელა 100-ზე მეტი საშუალო და მსხვილი პროექტი.

კომპანიის წარმატების ფორმულა მარტივია: უმაღლესი ხარისხის Tier 1 პანელები, სრული მომსახურება: პროფესიონალური პროექტირება, დიზაინი და მონტაჟი უმაღლესი სტანდარტებით, გამოცდილი გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ, ზუსტ და ხარისხიან შესრულებას.

მზის სადგურები მნიშვნელოვნად ამცირებს მომხმარებელთა ენერგოხარჯებს და წარმოადგენს ფინანსურად მომგებიან გადაწყვეტილებას.

განსაკუთრებით საინტერესოა მზის სადგურების მონტჟი მსხვილი საწარმოებისა და იმ კომპანიებისთვის, რომელთაც მაღალი ელექტროენერგიის მოხმარება აქვთ. პროექტის პირობებიდან გამომდინარე უკუგების პერიოდი შეიძლება იყო 4-დან 5 წლამდე.

ჯეო ენერჯი აგრძელებს სტაბილურად ზრდას და ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მხარდაჭერას განახლებადი ენერგიის მიმართულებით.

S